06:46 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბილ გეითსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს მალე დაკარგავს
სახელმწიფო ვალის აღრიცხვის მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება

სიახლეები

რას გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედება?

 

 

1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა და პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. 

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეების რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. 

 

რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა: 

 

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. 

 

გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. 

 

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა, მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. 

 

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება. 

 

მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. 

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. 

 

პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად. 

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი