16:35 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პუერტო-რიკოელები ამერიკის შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ
ლონდონის ტერაქტში მონაწილე ტერორისტი "უიმბლდონის" დაცვის სამსახურში მოწყობას ცდილობდა

სიახლეები

თავს უშველე

თავს უშველე

11 ივნ 2017ხელოვნება

 

 (არაპროფესიონალური პროფესიონალიზმი)

 

ჯორდან პილის სარეჟისორო დებიუტმა მსოფლიო შეაზანზარა. პილი წლების მანძილზე, კომედიური სკეტჩებით  იყო  ცნობილი და „თავს უშველეს“ (Get Out) გამოსვლამდე ვერავინ იფიქრებდა, რომ მის მომდევნო ფილმებს უკვე გულის ფანცქალით დაველოდებოდით სრულიად აღფრთოვანებული მაყურებელი თუ კრიტიკოსები. და ალბათ მართლაც გვაქვს სანერვიულო, რადგან იმედისმომცემი დებიუტის შემდეგ არაერთი რეჟისორი წასულა ხელიდან და imdb.com-ის რეიტინგების უფსკრულებშიც გადაჩეხილა. თუმცა, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ჯორდან პილი (თუ განაგრძო ფილმების გადაღება) თამასას არ დააგდებს და კვალავაც რეიტინგების თავზე იტივტივებს. 

 

 

თავად ფილმს რაც შეეხება, ჟანრობრივად ჰორორში უნდა გავიყვანოთ, მაგრამ პილის ხელში რიგითი საშინელებათა ფილმი ამავდროულად კომედიადაც გადაიქცა. რიგ ეპიზოდებში ზღვარი საშინელებასა და კომედიას შორის იშლება და ფინალში, კულმინაციისას, ყველაზე დრამატულ თუ დაძაბულ მომენტში შეიძლება კაცს იმისთანა სიცილი აგივარდეს, თვითონაც გაგიკვირდეს, გვერდით მჯდომებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საერთოდაც, „თავს უშველე“ ისეთი ფილმია, რომელიც ნებისმერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ვისაც მხოლოდ საშინელებათა ფილმის ნახვა უნდა კარგად აგებულ ჰოროროს ნახავს, ხოლო ვისაც მძაფრ შეგრძნებებზე მეტი სურს ჯორდან პილი არც მათ დატოვებს უკმაყოფილოს. ჰორორის მიღმა, ფილმში უამრავი თემა იშლება და ყოველი დეტალი - დაწყებული ვიქტრიანული ეპოქის ჩაის სერვიზით და ბამბითა და რძით დამთავრებული - განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ძნელია ამ ფილმზე მოკლედ ისაუბრო. სიუჟეტზეც მხოლოდ იმის თქმა ღირს, რომ აფროამერიკელი ახალგაზრდა ყმაწვილი მიემგზავრება თავისი „თეთრი“ მეგობარი გოგონას მშობლების გასაცნობად, მშობლების, რომლებისთვისაც (ერთი შეხედვით) იმდენად უცხოა რასისტული სტერეოტიპები, რომ საშუალება რომ ჰქონოდათ, მესამე ვადითაც აირჩევდნენ ბარაკ ობამას. და ბარაკ ობამა აქ შემთხვევითი არაა. ჯორდან პილი ამ ფილმით ირიბად სვამს შეკითხვას, - რას უნდა მივაწეროთ, რომ ერი, რომელიც ორი ვადით ირჩევს ობამას, შემდეგ ტრამპის გაპრეზიდენტებას უჭერს მხარს? 

 

გარდა ამისა, ფილმში უამრავი ალუზიაა დუგლას სირკის ფილმებზე, დევიდ გრიფიტზე, შექსპირზე, ამერიკის სამხრეთის მონათმფლობეულ არისტოკრატიაზე და ეს ყველაფერი ისე ორგანულად აქვს ჯორდან პილის ჩაწნული ფილმში, რომ ბევრ გამოცდილ რეჟისორს შეშურდება. კიდევ ბევრის თქმა და დამატება შეიძლება, მაგრამ ცოტა არ იყოს საშიშია, სადმე სპოილერი არ გაიპაროს. ამ ფილმის სპოილერი ალბათ სიკვდილით უნდა ისჯებოდეს; ისევე როგორც მისი უნახავად დატოვება იქნება კინომოყვარულებისთვის უდიდესი დანაშაული. მითუმეტეს, რომ ფილმი კინოთეატრებიდან უკვე მოიხსნა და ქართულ ინტერნეტსაიტებზე უფასოდაც შეიძლება მისი ნახვა. 


რეკომენდაცია: დროს ნუ დაკარგავთ, ახლავე ჩართეთ!

 

ავტორი: დავით ცარელაშვილი

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.