16:32 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
ქართული ოცნების დეპუტატი: მარიხუანის მოხმარება სპერმატოზოიდის შემცირებას იწვევს

სიახლეები

კობა გვენეტაძემ საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

 

წლიური ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ  "საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით 2016 წელს გრძელდებოდა მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე 2014 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელებული "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) რეკომენდაციებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივათა შესასრულებლად.

 

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს არაერთ კანონში ("კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ჩათვლით) რიგი თვისებრივი ცვლილებების შეტანას, რაც  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწასა და მის  საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას.

 

აღნიშნულმა ცვლილებებმა უნდა განამტკიცოს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების, კომერციულ ბანკებში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის უფრო ეფექტიანად განხორციელების მიმართულებებით, მათ შორის, კომერციული ბანკების ლიცენზირებისა და მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში“. 

 

პარლამენტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზეც ისაუბრა, რომლიც გასული წლების მსგავსად ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. "2016 წელი გამორჩეულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებით: უკანასკნელი წლების განმავლობაში დაფიქსირებული პრობლემების გათვალისწინებით შემუშავდა და დამტკიცდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი, რომელიც უკეთ პასუხობს მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ კომერციულ ბანკებზე, არამედ მთელი საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე.

 

ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდა მომხმარებლის უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსური განათლების უფრო ეფექტურად გავრცელებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს სრულყოფას", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.