07:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა
ელექტრონული საგრანტო კონკურსები როგორც კორუფციის პრევენციის ინსტრუმენტი − იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა

სიახლეები

რა მიზანი აქვს ძაღლს? (კინოკრიტიკა)

 

ავტორი: დავით ცარელაშვილი

 

 

ძაღლებს ყოველთვის კარგი მიზნები აქვთ, მაგრამ ლას ჰალსტრომს რა ეშველება, კაცმა არ იცის.

 

შვედი რეჟისორი, რომლის კარიერაც ძალიან კარგი შვედური ფილმით „ჩემი ძაღლური ცხოვრება“ დაიწყო, რაც ამერიკაში წამოვიდა, სულ დაღმა მიექანება და ერთხელაც იქნება, იმხელაზე დაენარცხება, რომ ჰოლივუდის წვრილფეხობაც კი აღარ ეცდება მის წამოყენებას, ბობოლა კინოკომპანიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

არადა, მის სახელს ბევრი ისეთი ფილმი უკავშირდება, რომელზეც ყველა ერთხმად ვთანხმდებით (რატომღაც), რომ აბსოლუტური შედევრია, მაგალითად: „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“ - ნორჩი ჯონი დეპის მონაწილეობით; „შოკოლადი“ - ჟულიეტ ბინოშით და ამჯერად უკვე დაკაცებული ჯონი დეპით; „ჰაჩი - ისტორია ძაღლზე“ - არაჩვეულებრივი აკიტას ჯიშის ცუგათი და ძალიან ჩვეულებრივი რიჩარდ გირით; „ძვირფასო ჯონ“ - ერთმანეთზე უარესი ამანდა სეიფრიდითა და ჩანინგ ტატუმით; „მეღვინეობის წესები“ - სერ მაიკლ კეინით და ტობ მაგუაერით.

 

 

ჩამოთვლილთაგან, მხოლოდ პირველი და ბოლო ფილმი თუ შეიძლება ჩაითვალოს ღირებულად, თორემ დანარჩენი, რიგითი სენტიმენტალური სტატისტიკაა. 

 

მაგრამ ის მაინც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჰალსტრომისთვის ძაღლების თემა მნიშვნელოვანია.

 

სხვა თუ არაფერი, მისი პირველი წარმატება ძაღლთანაა დაკავშირებული და ყველაზე პოპულარული (ვიმეორებ, პოპულარული და არა საუკეთესო) ფილმიც „ჰაჩი“ ძაღლს შეეხება. ასე რომ, შვედმა რეჟისორმა ახლაც გადაწყვიტა საყვარელ თემას შებმოდა და იუმორისტ ბრიუს კემერონის რომანის „ძაღლის მიზნის“ ეკრანიზება გადაწყვიტა. და ბარემ აქვე ვთქვათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ წიგნიც ვერ წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ფილმს ნამდვილად სჯობია და ფილმი თუ ერთ-ორ ეპიზოდში გულს აუჩუყებს ადამიანს, მაინცდამაინც რეჟისორის დამსახურებას არ უნდა მივაწეროთ ეს სენტიმენტი. რაც არ უნდა იყოს, ადამიანები მგრძნობიარე არსებები ვართ და სადაც შეიძლება „ბინდის საგისა“ და „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ პლასტმასის გმირებზე ვინერვიულოთ, განსაცდელში ჩავარდნილკეთილშობილ ოთხფეხზე კი უნდა გადმოგვარდეს ერთი-ორი კურცხალი.

 

 

არადა, განსაცდელში მართლა ჩავარდა ამ ფილმის მთავარი გმირი, გერმანული ნაგაზი, რომელსაც გადაღებისას არაფრით სურდა ხელოვნურ ჩანჩქერში ჩახტომა და ძალით ჩააგდეს. ამას ცხოველთა უფლებების დამცველთა საშინელი რეაქცია მოჰყვა და საპროტესტო ტალღამ ლამის მთელი ფილმიც შეიწირა (სრულიად სამართლიანად). სადაც შესაძლებელია, რომ ლეონარდო დიკაპრიო „კომპიუტერულმა“ დათვმა დაგლიჯოს ფილმში, რატომ არ შეიძლება იგივე ტექნოლოგიების გამოყენებით გადავიღოთ ძაღლის ჩანჩქერში გადახტომის სცენა? მითუმეტეს, რომ ცხოველებმა უკვე მოპოვეს საბაზისო უფლებები და მსგავსი ძალადობა ჩვენს ოთხფეხ მეგობრებზე, ამჯერად უკვე კანონითაცაა აკრძალული. მაგრამ ფილმმა დღის სინათლე მიანც იხილა.

 

სიუჟეტი ოქროსფერი რეტრივერის ცხოვრებასა და მრავალგზის დაბადების ამბავს მიუყვება. ამ ხელახალი დაბადებების დროს კი იცვლება მისი სქესი, ვიზუალი, და პროფესიაც კი. ერთადერთი, რაც არ იცვლება ესაა მისი მიზანი, ადამიანებს დაეხმაროს. ბეილი, ჩვენი ოქროსფერი რეტრივერი, თავის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას პირველ პირში გვიზიარებს და ჯოშ გედის (რომელმაც „მზეთუნახავსა და მხეცში“ პირველი ჰომოსექსუალი პერსონაჟი ითამაშა „დისნეის“ არსებობის მანძილზე), სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საყვარელი ცუგრიკას შინაგანი სამყარო შესაშური სრულყოფილებით გადმოგვცა. 

 

რეკომენდაცია: ძაღლების ხათრით მაინც. . . .

 

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 13,4%-ით გაიზარდა
  • Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს
  • თბილისში ”ფორდის” სატვირთო ავტომობილების ცენტრი გაიხსნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.