16:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
ბრიტანეთში 102 წლის მამაკაცმა 99 წლის ქალბატონზე იქორწინა

სიახლეები

ვენეციის კომისია კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში წარმოადგენს

 

„მოხარულები ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას“,- ასე შეაჯამა ვენეციაში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის სრულად გათვალისწინებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაციამ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნის ოქტომბერში წარმოდგენა სთხოვა.

 

„მოხარულები ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას. პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, სრულად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე, ჩვენი კონსტიტუციის განხილვები გაგრძელდება ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამ საბოლოო დასკვნაში, ოქტომბერში, უკვე სრულად იქნება ასახული ყველა ის ნორმა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს კონსტიტუციაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ის ქართული საზოგადოების წინაშე დადებული პირობა შეასრულა.

 

„რეფორმას ჰქონდა ორი მთავარი ამოცანა - პირველი ამოცანის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ უნდა მოგვეყვანა კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიამ. და მეორე - ჩვენ გვინდოდა, ჩამოგვეყალიბებინა ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამას ცხადყოფს ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა. შესაბამისად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვცვლით ძალიან დაუხვეწავ, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით. ეს იყო ჩვენი მიზანი, ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა სრულდება ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.