07:12 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აზიის განვითარების ბანკი ძირულა - ჩუმათელეთის მაგისტრალს დააფინანსებს
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

ირაკლი კობახიძე : შეიძლება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან მოხდეს

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020, არამედ 2024 წლისთვის მოხდეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვებისას გამოიკვეთება, თუ როდის მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მისივე თქმით, კონსულტაციების კუთხით, ოპოზიციამ მმართველი გუნდი ისეთივე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, როგორც ეს 2015-2016 წლებში მოხდა. 

 

„სამწუხაროდ, ოპოზიციამ, კონსულტაციების სირთულის კუთხით, ჩაგვაყენა დღეს ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც გვქონდა ჩვენ 2015-2016 წლებში. მაშინ გახსოვთ , რომ მხოლოდ საფეხურებრივად გახდა შესაძლებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ ინიციატივის წარდგენა და დღეს ვართ რეალურად იგივე რთულ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოგვიხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020 არამედ 2024 წლიდან. დაველოდოთ კონსულტაციის შედეგებს.

 

ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება უკვე. რეალურად, წინა არჩევნებამდე მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ამ მოდელით და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ამან გახადოს კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი ახლა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

 

ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა. გრძელდება კონსულტაციების და ზეგისთვის, როცა დაიწყება საპარლამენტო განხილვები, გამოიკვეთება რეალურად, თუ როდის და როგორ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 13,4%-ით გაიზარდა
  • Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს
  • თბილისში ”ფორდის” სატვირთო ავტომობილების ცენტრი გაიხსნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.