07:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ირაკლი კობახიძე : შეიძლება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან მოხდეს

სიახლეები

აზიის განვითარების ბანკი ძირულა - ჩუმათელეთის მაგისტრალს დააფინანსებს

 

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. 

 

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო’სალივანმა (Sean O'Sullivan), რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეთანხმება 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. 

 

ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი გზების განსავითარებლად. „ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ კავშირებს რეგიონებს შორის და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აზიის განვითარების ბანკისგან“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

პროექტით დაფინანსდება ძირულა - ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზები. 

 

პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და  საჭიროებიდან გამომდინარე, მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 13,4%-ით გაიზარდა
  • Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს
  • თბილისში ”ფორდის” სატვირთო ავტომობილების ცენტრი გაიხსნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.