07:08 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

„გაეროს“ ახალი სტატისტიკა დევნილების შესახებ შემაშფოთებელია

 

2016 წელს იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ მთელს პლანეტაზე 65,6 მილიონი  ადმაიანი შეადგინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ეს მონაცემები „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ 19 ივნისის მოხსენებაშია ჩაწერილი.  

 

2016 წელს,  წინა წელთან შედარებით, 300 000 ადამიანით არის გაზრდილი დევნილების რიცხვი და უკვე დიდი ბრიტანეთის მთლიან მოსახლეობას აჭარბებს. 

 

2016 წელს, ყოველ ერთ წუთში, თავის საცხოვრებელ სახლს იძულებით ტოვებდა 20 მაცხოვრებელი, ანუ დღეში დაახლოებით 28 300 ადამიანი.

 

ამ მონაცემებში ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ლტოლვილთა 51% 18 წელზე უფრო უმცროსი ასაკის ბავშვია, ეს მაშინ, როცა ბავშვები პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს შეადგენენ. 

 

დევნილთა 22,5 მილიონი იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, ხოლო 40,3 მილიონი  საკუთარ ქვეყანაშია იძულებით გადაადგილებული. 2,8 მილიონი ადამიანი დღემდე ითხოვს თავშესაფარს სხვა ქვეყნებში. 

 

დევნილების საერთო რიცხვიდან 5,5 მილიონი სირიიდან არის გამოქცეული, 2,5 მილიონი - ავღანეთიდან. ყველაზე მეტი მიგრანტი კი თურქეთმა (979,4 ათასი), უგანდამ ( 940,8 ათასი)  და ეთიოპიამ ( 791,6 ათასი) მიიღო.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 13,4%-ით გაიზარდა
  • Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს
  • თბილისში ”ფორდის” სატვირთო ავტომობილების ცენტრი გაიხსნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.