18:55 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"ჩვენ გვჯერა, რომ EBRD-ს შეუძლია დიდი ღირებულებების მოტანა საქართველოში" – ბრუნო ბალვანერა
რუსეთი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

სიახლეები

დავით არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 5 ივლისს, ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (მის. სიონის ქუჩა 8) თანამედროვე ქართველი ფერმწერის დავით არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 100-მდე ნამუშევარი და მისი შემოქმედების ამსახველი კატალოგი. ეს პირველი მასშტაბური გამოფენაა, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 65 წლისთავს ეძღვნება.

 

დავით არჩილ სულაკაურის ნამუშევრების გამოფენის პროექტმა, 2017 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

 

თანამედროვე ქართველი ფერმწერის ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.

 

დავით არჩილ სულაკაური ქმნის პეიზაჟებს, პორტრეტებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებს, სურათებს რელიგიურ სიუჟეტზე, გრაფიკულ ნამუშევრებს ხელნაკეთ ქაღალდზე. შთამბეჭდავია მისი დაზგური სურათები და მონუმენტური ტილოები, სადაც ერთად ჩნდება ტრადიციაც და ნოვაციაც. ხელოვანი მაქსიმალურად იყენებს ფერის მდიდარ შესაძლებლობებს, მიმართავს ფორმის გამიზნულ დეფორმაციას, სასურათო სიბრტყეს ტვირთავს ძლიერი ემოციური მუხტითა და განცდით.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.