18:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.1%-ით გაიზრდება

სიახლეები

„სერვისეარი“ დღეიდან თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს

 

ავიაკომპანია „სერვისეარი“ 7 ივლისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს იწყებს.  მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს. ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.

 

”საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს „სერვისეარი“, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება”, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

 

 შპს „სერვისეირი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.