18:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დღეს საქართველოში პოროშენკოს ელოდებიან
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეტყვა ესპანეთში

სიახლეები

Washington Post ყატარის კრიზისში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ადანაშაულებს

 

ამერიკული გამოცემა Washington Post ყატარის სამთავრობო საიტზე კიბერშეტევაში, რასაც შემდეგ კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკური და დიპლომაიტიური ბლოკადა მოჰყვა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ადანაშაულებს.

 

გამოცემა წერს, რომ მათი წყარო ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომელია. სააგენტოს თქმით, არსებობს ცნობები, რომ გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელმა პირებმა, 23 მაისს, კიბერშეტევის გეგმა და შემდეგი მოქმედების ნაბიჯები განიხილეს.

 

ინფორმაციას სწრაფად გამოეხმაურა აშშ-ში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩი, რომელმაც ამ ფაქტს „ტყუილი“ უწოდა.

 

„სიმართლე ყატარის ქცევიდან გამომდინარეობს. ექსტრემისტების ფინანსირება და  დახმარება ძალადობისა და რადიკალიზაციისკენ არის მიმართული და მეზობლების შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს.“, -განაცხადა დიპლომატმა ამავე სააგენტოსთან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს, რის გამოც, ქვეყანა უკვე მეორე თვეა მძიმე ფინანსურ და დიპლომატიურ ბლოკადაშია მოქცეული არაბული სახელმწიფოების მხრიდან.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.