18:57 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
თათია დოლიძე: ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული

სიახლეები

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიკრო ბენეფიციარის პროდუქცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დახლებზე გამოჩნდა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიკრო მეწარმემ ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის, კერძოდ გირჩის მურაბის რეალიზაცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელში შეძლო.

 

აღსანიშნავია, რომ ბორჯომში, კერძოდ კი სოფელ ტიმოთეს უბანში ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, ხოლო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული 5 000 ლარიანი თანადაფინანსებითა და გაწეული კონსულტაციების შემდგომ ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბურის აშენება და კეთილმოწყობა შეძლო.

 

გაფართოების შედეგად პროგრამის ბენეფიციარმა მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა და საკუთარი პროდუქციის განვითარების მიზნით მონაწილეობა მიიღო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ მარკეტინგულ მხარდაჭერაში, რის ფარგლებშიც უფასო საკონსულტაციო მომსახურებები და სასწავლო კურსები გაიარა.

 

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აღნიშნული მარკეტინგული მომსახურების მეშვეობით მიკრო მეწარმემ ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება მოახდინა და სამიზნე ბაზრებიც წარმატებით აითვისა. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.