18:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS და სხვა ბრენდები თბილისში
"დეზერტირების ბაზარში" ხანძარი გაჩნდა

სიახლეები

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი კვლავ ცოცხალია

 

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც დაღუპულად ერთი თვის წინ გამოაცხადეს, ცოცხალია და ქალაქ რაკას სამხრეთით იმყოფება, ინფორმაციას Reuters  აქვეყნებს და წყაროდ ერაყის სადაზრვერვო სამმართველოს უფროსს, ლაჰურ თალაბანს ასახელებს.

 

თალაბანი ამბობს, რომ თავის სიტყვებში 99%-ით არის დარწმუნებული. „ალ-ბაღდადი ნამდვილად ცოცხალია“, - უთხრა მან სააგენტოს.

 

მანვე დასძინა, რომ ალ-ბაღდადი მეტად განსწავლული ტერორისტია და ჯერ კიდევ ალ-ქაიდას დროიდან აქვს გამოცდილება დაგროვილი, რის გამოც, ზუსტად იცის როგორ უნდა მოიქცეს, რომ უსაფრთხოების სამსახურებს დაემალოს.

 

თალაბანის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" ტაქტიკას ცვლის და 3-4 წლის შემდეგ, როცა მათ სრულად გაანადგურებენ, ტერორისტები პარტიზანულ ბრძოლებზე აპირებენ გადასვლას.

 

შეგახსენებთ, ალ ბაღდადი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერად 2010 წელს დასახელდა. მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია კი 2017 წლის 11 ივნისს გავრცელდა. კოალიციურმა ძალება ამ მიზნით რეგიონში საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.