16:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ რუსეთს დიპლომატიურ საკუთრებას უბრუნებს
ვინი პუჰი ჩინური სოციალური ქსელების შავ სიაში შევიდა

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

17 ივლ 2017ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

თბილისში ხანძარი კიდევ ერთი ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა – ე. წ. "დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიის ნაწილი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა ბაზრობის სასაწყობო ნაწილი. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს. მიზეზებზე და ზარალის ოდენობაზე, ჯერჯერობით,ინფორმაცია არ ვრცელდება.

თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ მერენესში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, უცნობ ასომთავრულ წარწერას მიაკვლიეს - ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. წარწერა სრულიად შემთხვევით სოფელში წყლის არხის გაყვანისას იპოვეს და, ასევე, მიაკვლიეს ეკლესიის ფრაგმენტებს. ასომთავრული წარწერის ტექსტი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და ქალაქ რაკას სამხრეთით იმყოფება, ინფორმაციას Reuters აქვეყნებს და წყაროდ ერაყის სადაზრვერვო სამმართველოს უფროსს, ლაჰურ თალაბანს ასახელებს. თალაბანი ამბობს, რომ თავის სიტყვებში 99%-ით არის დარწმუნებული. „ალ-ბაღდადი ნამდვილად ცოცხალია“, - უთხრა მან სააგენტოს.ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია კი 2017 წლის 11 ივნისს გავრცელდა. კოალიციურმა ძალება ამ მიზნით რეგიონში საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს.

"ჯემ ფესტი“-ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ 10 ათასამდე ვიზიტორს, საიდანაც 64% იყო უცხოელი. უკვე გვქონდა 48 შოუ 8 სცენაზე“ - ამის შესახებ მუსიკალური ფესტივალის „ჯემ ფესტის“-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი მიზანი check in Georgia-ს პროექტის მიმდინარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

დოლარის ინდექსი (DXY), რომელიც ამერიკული ვალუტის 6 ძირითადი ვალუტისგან შემდგარ სავალუტო კალათასთან ურთიერთქმედების მაჩვენებელია, 0,64%-ით დაეცა 94,9-მდე. ასეთი დაბალი დოლარის ინდექსი 5 ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა. მთავარი „ბრალი“ ამაში აშშ-ის შრომის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მონაცემებს მიუძღვის, რომელმაც გააჩინა ეჭვი, რომ ფედერალური რეზერვები საპროცენტო განაკვეთებს მესამედ ვეღარ გაზრდიან, როგორც დაგეგმილი იყო.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

20 ნოე 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

17 ნოე 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

17 ნოე 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირში 17.1%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59,6%-ით
  • ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 13,3%-ით გაიზარდა
  • საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა  და ჰანიველ პარტნერსმა ჰაიდელბერგცემენტ  საქართველოს საკონტროლო წილის 50% შეისყიდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6 -11 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 2.31%-ით, ხოლო ევროსთან 2.87%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.