18:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი დასაკიდი ხიდი გაიხსნა
ტილერსონი: სანქციები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული

სიახლეები

5 საუკეთესო დასასრულის მქონე ფილმი მსოფლიოში

 

5. "თმები" რეჟ. მილოშ ფორმანი (1979 წელი)

 

თმების ფინალური ეპიზოდს ხშირად ვუყურებ ან ვუსმენ. თავდადებული ჰიპის თამაში ბოლოს და ბოლოს სრულდება. ბედი და სახელმწიფო სწორედ იქ მოისვრიან, სადაც ყველაზე ნაკლებად სურდა ყოფნა და სადაც ყველაზე ნაკლებ წარმოიდგენდა საკუთარ თავს. "თმები" მიუზიკლია და საფინალო სიმღერა იმდენად ეპიკურია, რომ შეუძლებელია ვინმე გულგრილი დატოვოს. ერთი უდარდელი ბიჭის ტრაგედია საბოლოოდ, მთელი ქვეყნისა და ახალგაზრდობის გამარჯვებად გადაიქცევა.

 

 

4. "მოქალაქე კეინი" რეჟ: ორსონ უელსი (1940 წელი)

 

"მოქალაქე კეინი" უამრავი რეიტინგის სათავეში დგას და დღემდე, საუკეთესოდ თუ არა, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება. ფილმი იწყება იმით, თუ როგორ კვდება მარტოდმარტო დარჩენილი უმდიდრესი და გავლენიანი კეინი და სიკვდილის წინ მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს - ვარდის კოკორი. რათქმა უნდა, ჟურნალისტები ყველაფერს გადაქექავენ რომ გაიგონ რას გულისხმობდა გარდაცვლილი კეინი, მაგრამ მხოლოდ მაყურებელ იგებს ფილმის მიწურულს სიმართლეს. მაგრამ დასასრულის გენიალობა მაინც სხვა რამეშია: კეინის უპატრონოდ დარჩენილ ქონებას უზარმაზარ ბუხარში წვავენ და საკვამურიდან დიდი შავი კვამლი ამოდის. შეიძლება ითქვას, რომ ძლევამოსილი კეინისგან შავი კვამლის გარდა სხვა არაფერი რჩება.

 

 

3. "კურსდამთავრებული" რეჟ: მაიკ ნიკოლსი (1967 წელი)

 

ფილმის მიწურულს მთავარი გმირი (დასტინ ჰოფმანი) ეკლესიაში მირბის და განწირული ხმით უყვირის თავის შეყვარებულს (რომელიც გაიგებს რომ მისი სატრფო სასიდედროს საყვარელიცაა) რომ სხვას არ გაჰყვეს ხოლად. ჯვარი უკვე დაწერილია, სიტყვაც ნათქვამია. მიუხედავად ამისა, გოგო ეკლესიას ტოვებს და ნამდვილ შეყვარებულთან ერთად გარბის ეკლესიიდან. სამოციანელი ახალგაზრდებისთვის საკურთხევლის წინ ნათქვამი "თანახმა ვარ" და მღვდლის კურთხევა დიდი დაბრკოლება არაა, მითუმეტეს თუ საქმე ნამდვილ გრძნობებს ეხება. ისიც ნიშანდობლივია, რომ დასტინ ჰოფმანი უფროსი თაობის ელიტას, სწორედ ჯვრით გადაუკეტავს ეკლესიიდან გამოსასვლელ კარს და პატარძალთან ერთად, ძვირფასი კადილაკით ან ლიმუზინით კი არ გაიქცევა, არამედ ავტობუსით. თუმცა ფილმის მთავარი ირონიაც აქაა დამალული:სიყვარულმა გაიმარჯვა, ელიტა დამარცხდა, მაგრამ როდესაც აღტკინება გადაივლის, შეყვარებულების ბედნიერ სახეებს სერიოზული გამომეტყველება ცვლის და ისმის სიმღერა The sound of silence.

 

 

2. "ველოსიპედების გამტაცებლები" რეჟ. ვიტორიო დე სიკა (1948 წელი)


ვიტორიო დე სიკას ოსკაროსანი ფილმი თავიდან ბოლომდე შედევრია. ომის შემდგომი დაქცეული და დანგრეული იტალია, უმუშევრობა, ცრურწმენები და ბავშვთა შრომა, იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ამ ნეორეალისტური კინოს ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელთან გვხვდება. ფილმს ველოსიპედების გამტაცებლები ჰქვია, თუმცა მთელი ფილმი მხოლოდ ერთი მოპარული ველოსიპედის ძიებას ეთმობა. მხოლოდ ფინალში ვხვდებით სათაურის მნიშვნელობას. მოპარული ველოსიპედის ძებნით და ომისშემდგომი იტალიის ჯოჯოხეთის ლაბირინთებში ხეტიალით დაღლილი მამა საკუთარი შვილის თვალწინ იპარავს ველოსიპედს. კრიმინალის მსხვერპლი, თავად იქცევა კრიმინალად და მიუხედავად ასეთი მეტამორფოზისა, შვილი მაინც პატიობს მამას დანაშაულს. ბოლო სცენაში ატირებული მამა-შვილი ხელიხელ ჩაკიდებული მიაბიჯებს ხალხით სავსე ქუჩაში.

 

 

1. "ლა ლა ლენდი" რეჟ. დემიენ შაზელი. (2016 წელი)

 

შესაძლოა, "ლა ლა ლენდი" ზემოთ დარჩენილ გიგანტებს ტოლ-სწორად ვერ ეთამაშებოდეს, მაგრამ შაზელის ოსკაროსანი პირმშო ის ფილმია, რომელმაც წელს ყველაზე მეტი დავიდარაბა გამოიწვია და მსოფლიო ორ ნაწილად გაყო. ყველაზე დიდი გამოხმაურება, რაღა თქმა უნდა, ბოლო ათ წუთიან ეპიზოდს მოჰყვა და დღემდე ისმის რეჟისორისთვის გაგზავნილი ლანძღვა-გინება. მე, როგორც "ლა ლა ლენდის" მოტრფიალეს, არ მინდა მისი მომავალი მაყურებლები დავასპოილერო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სწორედ დასასრულშია ყველა ეშმაკი და ანგელოზი დამალული და ის ვინც ბოლომდე გაჰყვება ფილმს, დარწმუნებული იყავით, ფილმიც სიცოცხლის ბოლომდე გიერთგულებთ და არასოდეს ამლიშლება თქვენი გონებიდან. და ყოველთვის, როცა ლა ლა ლენდის ფინალური ეპიზოდის მუსიკას მოჰკრავთ ყურს, თავისდაუნებურად ემა სტოუნის და რაიან გოსლინგის მრავლისმთქმელი სახეები ამოტივტივდებიან.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...