17:04 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Disney წყვეტს Netflix-თან ურთიერთობას და საკუთარ ვიდეო-სერვისს უშვებს
იაპონიაში ამერიკა-კორეის ომის ეშინიათ და ბუნკერებს აშენებენ

სიახლეები

ათეისტებს ათეისტები ამორალურ ადამიანებად მიაჩნიათ

 

BBC: არსებობს ათეისტებზე გავრცელებული შეხედულებები, კლიშეები, რომ ისინი უფრო საშიშები და უპასუხისმგებლოები არიან, ვიდრე მორწმუნეები.

 

სამეცნიერო გამოცემა Nature Human Behaviour საინტერესო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, კვლევაში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა მსოფლიოს 13 ქვეყნიდან.

 

მთავარი შეკითხვის ფორმულა ასეთი იყო: “თქვენი აზრით, ადამიანი, რომელიც ბავშვობაში ცხოველებს აწამებდა, შემდეგ მასწავლებელი გახდა და ბოლოს ხუთი უსახლკარო ადამიანი მოკლა, ათეისტია თუ მორწმუნე?“, - დაახლოებით ორჯერ მეტმა ადამიანმა ასეთი ბიოგრაფიის პიროვნება ათეისტად წარმოიდგინა. 

 

საინტერესოა, რომ გამოკითვაში უამრავი (დაახლოებით, მონაწილეთა ნახევარი) ათეისტი იყო ჩართული და ისინი თავად ავლენდნენ „ანტიათეისტურ დამოკიდებულებებს“, - თქვა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა უილ ჟერვემ.

 

კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 21-ე საუკუნეშიც „მორალს“ ადამიანები მაინც „ღმერთთან“ აიგივებენ, მიუხედავად თავიანთი რელიგიური კუთვნილებისა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.