17:04 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროკომისიამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღო
Disney წყვეტს Netflix-თან ურთიერთობას და საკუთარ ვიდეო-სერვისს უშვებს

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

10 აგვ 2017ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

ამერიკული კონგლომერატი The Walt Disney Company, რომელიც მოიცავს კომპანიებს: Walt Disney Pictures, Walt Disney Animation, Pixar, Marvel Studios და Lucasfilm-ს, თავისი პროდუქციის Netflix-ისთვის მიწოდებას შეწყვეტს. Netflix აქამდე Disney-ს რეტრანსლირებას ახდენდა.Walt Disney-ს გენერალური დირექტორი რობერტ აიგერი ამბობს, რომ კომპანია 2019 წლიდან საკუთარი ვიდეო-სერვისის გაშვებას გეგმავს. საწყის ეტაპზე სერვისი მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი მთელს დედამიწაზე. ახალი სტრიმ-სერვისისთვის კომპანიაში ექსკლუზიური ფილმებისა და სერიალების გადაღებასაც გეგმავენ.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო სისტემებზე პრევენციული შეტევის გეგმა მომზადებულია და მის განსახორციელებლად დონალდ ტრამპის ბრძანება იქნება საკმარისი. ინფორმაციას სააგენტო NBC ავრცელებს. სააგენტო წყაროდ სტრუქტურის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ასახელებს, მისი თქმით, პენტაგონი სარაკეტო სისტემების განადგურებას მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენებით, B-1B-ებით აპირებს, რომლებიც, წყნარ ოკეანეში, გუამის სამხედრო ბაზაზე არიან დისლოცირებული. სააგენტო წერს, რომ ბაზაზე ამჟამად 6 ასეთი თვითმფრინავია და ისინი ამ გეგმას მაისის შემდეგ იმუშავებენ, რის ფარგლებშიც B-1B-ებმა უკვე განახორციელეს 11 საცდელი ფრენა.

2017 წლის 16 აგვისტოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება: 2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.გიორგი გახარიას განმარტებით, არსებული ცნობით, პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ შექმნილა, ის უფრო გლობალურია და შესაბამის უწყებებს მუდმივი კავშირი აქვთ SITA-ს სათავო ოფისთან, რათა ხარვეზი უმოკლეს დროში აღმოიფხვრას.„სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო, ყველა მგზავრი ფიზიკურად უნდა დარეგისტრირდეს, რის გამოც იქმნება რიგები. რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპებს „აწარმოე საქართველოში“, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებენ. კერძოდ, ბიზნესის განვითარების პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირების მიზნით პროექტის სამიზნე რეგიონებში, შეისწავლიან სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობებს და გამოწვევებს. პროექტის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამიზნე რეგიონებში “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ბენეფიციარებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის DCFTA-ის ტექნიკური მოთხოვნების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.