16:58 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ჩრდილოეთ კორეის მოქალაქემ ყვითელი ზღვა გადაცურა და ქვეყნიდან გაიქცა

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

11 აგვ 2017ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

დღეს ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ უახლესი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ივლისის თვეში მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა, სამაგიეროდ, ზუსტად დაემთხვა წინასწარ პროგნოზებს საბაზო ინფლაცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი ივლისის თვეში 1,7%-ით გაიზარდა, ხოლო წინასწარი პროგნოზი 1,8%-იანი ზრდა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ივნისის თვესთან შედარებით (ივნისში მხოლოდ 1,6%-იანი ზრდა მოხდა) ეს მაჩვენებელი გაზრდილია, ინფლაცია ჯერ კიდევ მცირეა და სამიზნე 2%-იან ნიშნულს ვერ უახლოვდება.ასეთი არასაიმედო მაჩვენებლების გამო დოლარს კიდევ უფრო გაუჭირდა და დოლარის ინდექსი DXY 93,34-მდე დაეცა, ხოლო ევროსთან მიმართებაში ამერიკული ვალუტა 1,1809-მდე არის გაუფასურებული.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში, გაერო-ს სათავო ოფისში გამართა ღონისძიება სახელწოდებით - „Roundtable on the human rights and security related developments in Abkhazia, Georgia and Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia“. ღონისძიების ფარგლებში გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ დამსწრეებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. განხილვების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხსენებული რეგიონების მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევებზე.

პარასკევს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა, ინვესტორებს აშფოთებთ ფაქტი, რომ მიუხედავად აბუ-დაბიში გამართული OPEC+ შეხვედრისა, რომელიც მოპოვების შეზღუდვის შესრულების საკითხი უნდა გაეკონტროლებინა, სირიაში, აშშ-ში, ლიბანსა და ნიგერიაში ნავთობს მაინც ჭარბად მოიპოვებენ და ბაზრის რებალანსირება რთულდება. ივლისის თვეში OPEC-ის წევრ ქვეყნებში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 173.000 ბარელით გაიზარდა. დღეს 0,62%-ით გაუფასურდა Brent-ის მარკის ნავთობი და 1 ბარელის ფასი უკვე 51,58 აშშ დოლარია. ვადიანი საბირჟო კონტრაქტები WTI მარკის ნავთობზე 0,72%-ით გაუფასურდა და 1 ბარელი WTI 48,24 დოლარი ღირს.

მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის და საჯარიმო სანქციების დაკისრების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. 2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში (სსკ) შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა (დამატებით სსკ-ში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ ეროვნული ბანკის განცხადება). კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) დაკისრებას გულისხმობს.

რუსეთის მოქალაქე რენატ ბაკიევი, რომელიც ამერიკული თვითმფირინავის ჩამოგდების მცდელობაშია ბრალდებული, დაკავებულია და მას 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის. ბაკიევი თვითმფრინავის ჩამოგდებას დრონის საშუალებით ცდილობდა. რუსეთის მოქალაქე თურქმა სამართალდამცველებმა თურქეთ-სირიის საზღვარზე დააკავეს. უპილოტო მოწყობილობის საშუალებისთ ამერიკულ თითმფრინავზე თავდასხმას ბაკიევი ინჯირლიკის ბაზის სიახლოვეს გეგმავდა.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.