17:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ყველაზე ხშირად გაყიდვადი წიგნების სია მსოფლიოს მასშტაბით
პაპი ფრანცისკე ევთანაზიის წინააღმდეგ გამოდის

სიახლეები

Google-ისა და Facebook-ის ერთ-ერთი პირველი დამფინანსებელი სოციალურ ქსელებს დაუპირსპირდა

 

საინვესტიციო კომპანია Elevation Partners-ის თანადამფუძნებელმა როჯერ მაკნეიმიმ, რომელიც Facebook-ისა და Google-ის (Google+) ერთ-ერთი პირველი დამფინანსებელი იყო, განაცხადა, რომ  ნანობს თავის ნაბიჯს, რადგან ადამიანების ყურადღების მიპყრობის მიზნით ეს ორი კომპანია იგივე პრინციპებს იყენებს, რასაც აზარტული თამაშების მესვეურები. შესაბამისი ინტერვიუ როჯერმა USA Today-ს მისცა.

 

„Google-ისა და Facebook-ის ხელმძღვანელები კარგი ხალხია, მაგრამ მათი სტრატეგია  საზოგადოებას, დემოკრატიასა და ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს“, - თქვა როჯერმა.

 

საქმე ეხება სარეკლამო მიდგომას, როცა სოციალური ქსელებში შენი აქტივობების მიხედვით ხდება შენი გემოვნების “გამოთვლა“ და ისინი სწორედ „საშენო რეკლამას“ გაწვდიან, რომ გამუდმებით მიაქციო ყურადღება.

 

კომპანიები ადამიანს იმას აძლევენ, რაც უნდა, თუმცა ეს „გონებაში შეღწევა“ მომხმარებელს კრიტიკული აზროვნების უნარს უკარგავს, თვლის მაკნეიმი.

 

 

„ისინი იმაზე უკეთ გიცნობენ, ვიდრე საკუთარ თავს იცნობთ, მათ თქვენზე ყველა ინფორმაცია აქვთ, ამიტომაც, შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ და დაგარწმუნონ რამის გაკეთებაში, რაც თავად სურთ“, - დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.