21:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ზღვის ლომმა პატარა გოგონა წყალში ჩაითრია
შსს-მ „ნიკორას“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

სიახლეები

 ვირტუალურ და რეალურ სამაყროთა გზაგასაყარზე

 

სიახლე გვაქვს ვიდეო თამაშების მოყვარულთათვისაც. დღეისათვის  „art-house“-ს ვიდეო თამაშები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ისინი წარმოებულია არტსახლის დამოუკიდებელი დეველოპერებისგან.

 

ეს თამაშები სრულიად განსხვავდება ტრადიციული, თრილერის ვიდეო თამაშებისგან იმით, რომ ისინი კონცენტრირებულია გარემოსა და ადამიანის სულიერ განწყობაზე, მათ ემოციურ ურთიერთმიმართებაზე.

 

აღნიშნული სპეციფიკის ვიდეო თამაშები გამოირჩევა თვალისმომჭრელი დიზაინით, უცნაუარდ მშვიდი გრაფიკული ინტერიერით და გემოვნებიანი მუსიკით.

 

Art house-ს თამაშები, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ემსახურება ადამიანის ემოციურ განტვირთვას და დასვენებას.

 

ერთ-ერთი ასეთი თამაშია - „ყვავილი“. მოთამაშეს შეუძლია გახდეს ნიავი და იმოძრაოს ულამაზეს პეიზაჟზე. ყოველთვის, როდესაც შეეხებით ეკრანზე  გამოსახულ მცენარეს, ის შეირხევა და აყვავილდება.

 

ამასთანავე, არის სათავგადასავლო თამაში სახელწოდებით „მოგზაურობა“. მოთამაშეს ეძლევა შესაძლებლობა, აიხდინოს ნებისმიერი ოცნება, იმოგზაუროს თვალუწვდენელ უდაბნოში, ან თუნდაც თავისი ფანტაზიის შესაბამისად, მთას ან ზღვას მიაშუროს.

 

 

ასე რომ, თუ დატვირთული ცხოვრების რეჟიმი გაქვთ, მოიწყეთ მშვიდი გარემო საღამოობით - ამ ვიდეო თამაშის მეშვეობით ვირტუალურ სინამდვილეში აღმოჩენილები თავს ისე იგრძნობთ, თითქოს კანარის კუნძულებზე ეფიცხებოდეთ მზეს, ანდა სულაც ევერესტის თოვლიანი მწვერვალიდან გადმოჰყურებდეთ სამყაროს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.