12:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა
ევროპის ყველაზე მასშტაბური კარნავალი ნოთინგ ჰილზე

სიახლეები

ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

28 აგვ 2017მაღალი ტექნოლოგიები

 

Apple თავისი ახალი iPhone-ის წარდგენას 12 სექტემბერს აპირებს, წერს Wall Street Journal. კომპანიას ოფიციალური მოსაწვევები ჯერ კიდევ არ დაუგზავნია.

 

მოსალოდნელია, რომ ამ ღონისძიებაზე კომპანიის სამი ახალი სმარტფონი იქნება წარდგენილი. გავრცელებული ხმების თანახმად, ერთ-ერთი მოიდელი ახალი თაობის OLED ეკრანით იქნება აღჭურვილი და ტელეფონის ერთ მხარეს სრულად დაიკავებს.

 

ჟურნალი New York Times წერს, რომ მოდელის ღირებულება 999 აშშ დოლარი იქნება. სავარაუდოა, რომ Apple კიდევ ერთ მოდელს წარადგენს, რომელიც iPhone 7 და iPhone 7 Plus-ის ბაზაზე იქნება აწყობილი და მათ ახალ მოდიფიკაციას წარმოადგენს.

 

iPhone-ების გაყიდვა Apple-ის მთავარი სეგმენტია და ახალი მოდელებისგან კომპანიის ხელმძღვანელები მოთხოვნის გაზრდას ელოდებიან.

 

შეგახსენებთ, ამ წლის მეორე კვარტალში Apple-ის შემოსავალი Samsung-ის შემოსავლებს პირველად ჩამორჩა. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ
  • ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას აკრძალვები არ იმოქმედებს
  • საქართველო აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინს შეიძენს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.