09:22 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეელმა აგიტატორმა მოსახლეობას ატომური პროგრამის წარმატება მიულოცა
თბილისში გერმანული სკოლის ახალი კამპუსი გაიხსნა

სიახლეები

თბილისში „ეკოს“ ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

 

“ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. “ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნა.

 

ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლი“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდს აბრუნებს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

 

„ეკოს“ აგს-ზე „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. პილოტური აგს-ის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე „საბერძნეთის პეტროლიუმი“ და „ვისოლ ჯგუფი“ ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზეც „ეკოს” სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

 

„ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმა 154,1 ლარი შეადგინა
  • სპეციალური შეთავაზება პროგრამა სტარტაპერებს ”თიბისი დაზღვევა” და ”თიბისი ბანკისგან” 
  • „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 6 - 12 ნოემბერი, 2017

• კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 24% ვაჭრობის სექტორზე მოდის. • დეპოზიტების 19%  რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. •...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6 -11 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 2.31%-ით, ხოლო ევროსთან 2.87%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.