12:13 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

7 სექ 2017ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

შეერთებულმა შტატებმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის ახალი რეზოლუცია შეიმუშავა, რომელიც გამკაცრებულ სანქციათა პაკეტს შეიცავს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე სარაკეტო და ერთ ატომურ გამოცდით არის გამოწვეული, რამაც რეგიონში ვითრება უკიდურესად დაძაბა. ახალი სანქციების მიხედვით, ემბარგო დაედება ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდებას, ამ ქვეყნიდან ტექსტილური პროდუქციის ექსპორტს და აიკრძალება ჩრდილოეთ კორეელი მუშხელის დაქირავება საზღვარგარეთ. ასევე, დოკუმენტი შეიცავს პერსონალურ საქნციებს კიმ ჩენ ინის მიმართ: მას აეკრძალება ქვეყნიდან გასვლა და გაიყინება მისი ყველა საერთაშორისო აქტივი.

კატალონიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი რეფერენდუმის შესახებ: კატალონიის ავტონომიური რეგიონის მაცხოვრებლებს შორის უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, სურთ თუ არა მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნა. რეფერენდუმი კატალონიაში 1 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ესპანეთის მთავრობა გადაწყვეტილებას აპროტესტებს და სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას. კატალონიელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან 48 საათში ისინი ხალხის გადაწყვეტილების პრაქტიკულ, პროცედურულ განხორციელებას შეუდგებიან.

აშშ-ის სანაპიროსთან მიახლოებამდე ქარიშხალი “ირმა“ კარიბის ზღვაში იკრებს ძალას. მისი სიჩქარე უკვე 300 კმ/სთ-ს გადასცდა. კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძული ქარიშხალმა მიწასთან გაასწორა, წერს CNN. ვრცელდება ინფორმაცია კუნძულ სენ-მარტინზე 6 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ტალღების სიმაღლე კარიბის ზღვაში 12 მეტრს აღწევს. სინოპტიკოსების აზრით, ირმა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ისტორიაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან ერთად ქალაქ კრინიცაში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ,,ქართულ საღამოზე'' უმასპინძლა, რომელზეც საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყო გამოფენილი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო, ქართული ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები, ცივი საუზმე და სხვადასხვა სახეობის რძის ნაწარმი დაეგემოვნებინათ. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს გამოფენა, რომელზეც ასევე წარმოდგენილი იყო ,,ვეფხისტყაოსნის'' განახლებული გამოცემა პოლონურ ენაზე. გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოლონელ ხალხს საქართველოს ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის 15 შტატის ხელმძღვანელობამ სასამართლოში ერთობილივი სარჩელი შეიტანა პროგრამა DACA-ს გაუქმების გამო, რომელიც იმიგრანტ ბავშვებს დეპორტაციისგან იცავდა და მათ სწავლისა და მუშაობის უფლებას აძლევდა. შეგახსენებთ, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა გაავრცელა 5 სექტემბერს. პრეზიდენტ ტრამპის აზრით, ბევრი ამერიკელი ამ პროგრამის მსხვერპლია, რადგან სამუშაო ადგილები საკმარისი არ არის და მათ იმიგრანტები იკავებენ. ტრამპი ან ნაბიჯისთვის მწვავედ გააკრიტიკეს ბარაკ ობამამ, მარკ ცუკერბერგმა და სხვა მრავალმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ
  • ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას აკრძალვები არ იმოქმედებს
  • საქართველო აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინს შეიძენს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.