09:01 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
შვეიცარიის ბანკში უკრაინიდან მოპარული ნახევარი ტონა ოქრო იპოვეს
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

8 სექ 2017ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის დადგენილება შეაჩერა რეფერენდუმის შესახებ, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და რომელზეც კატალონიელებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის შესახებ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. სასამართლოში სარჩელი ესპანეთის მთავრობამ შეიტანა. სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე კატალონიაში რეფერენდუმი ვერ გაიმართება. ოფიციალური მადრიდი მიიჩნევს, რომ კატალონიელმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვიეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო ბრეიმ მოითხოვა, დადგეს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის პრეზიდიუმის 4 წევრის პასუხისმგებლობის საკითხი. პრემიერის აზრით, მათ რეგიონში ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს და „სეპარატისტული კანონების ინიცირებას ახდენენ“.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი კიმ ხენ კი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, მას ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი მიეცა. მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე ატომური პროგრამა და წყალბადის ბომბის გამოცდა გახდა. მექსიკის ოფიციალურ სამთავრობო საიტზე განმარტავენ, რომ ატომური გამოცდები, რომლებიც კორეაში მიმდინარეობს, „არღვევს საერთაშორისო ნორმებს და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც რეგიონისთვის ისე მთელი კაცობრიობისთვის“.„მექსიკა სრულად უჭერს მხარს გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც დენუკლეარიზაციისკენ არის მიამრთული“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლიდან მოყოლებული, მუდმივი საცხოვრებლით 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება.

შვეიცარიის პროკურატურამ დიდი ოდენობით ოქროს კონფისკაცია დაადასტურა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,რომელიც უკრაინის ყოფილი მთავრობის მიერ ფულის გათეთრებას ეხება, საქმის ერთ-ერთი ფიგრურანტია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო TCH ავრცელებს. ეს აქტივები (ოქროს სახით) 100 მილიონი ფრანკის (დაახლოებით 260 000 ლარი) ღირებულებისაა. რამდენიმე დღის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მთელი ეს ქონება მალე უკრაინის ბიუჯეტს დაუბრუნდება.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მათგან. როგორც აღინიშნა, ბანკის მხრიდან 200-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. ეს არის სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ პროგრესს, რაც ქვეყანას ბოლო პერიოდში აქვს.

მსგავსი სიახლეები

საღამოს საკითხავი

17 ნოე 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

17 ნოე 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

16 ნოე 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმა 154,1 ლარი შეადგინა
  • სპეციალური შეთავაზება პროგრამა სტარტაპერებს ”თიბისი დაზღვევა” და ”თიბისი ბანკისგან” 
  • „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 6 - 12 ნოემბერი, 2017

• კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 24% ვაჭრობის სექტორზე მოდის. • დეპოზიტების 19%  რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. •...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6 -11 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 2.31%-ით, ხოლო ევროსთან 2.87%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.