20:45 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო ტური მოეწყო

სიახლეები

სამოგზაურო მედია ფორუმი National Geographic Traveler–ის და Forbes-ის წარმომადგენლებთან ერთად

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-3 „Travel Media Forum” გაიმართა.

 

სამოგზაურო მედია ფორუმს გავლენიანი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები დაესწრნენ, შორის იყვნენ: National Geographic Traveler–ის და Forbes-ის წარმომადგენლები.

 

ფორუმში 10 ჟურნალისტი და 1 ბლოგერი მონაწილეობდა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გიორგი ჩერქეზიშვილი და ნინო ჯავახაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

 

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. „Travel Media Forum”-ის მიზანია: ბეჭდვითი, ელექტრონული და სატელევიზიო მედიასაშუალებით ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია.

 

ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტური გამართა. საერთაშორისიო მედიის წარმომადგენლებმა ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულეს, დაათვალიერეს კურორტების და ტურისტული ადგილები, გაეცნენ ქვეყნის კულტურას, სამზარეულოს და ღვინოს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.