12:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
5 ყველაზე ექსტრემალური ადგილი მსოფლიოში
საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

 

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 8 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

 

"მინდა, გაგაცნოთ უახლესი მონაცემები: 2017 წლის 8 თვის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 421 შემთხვევით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 10,7 %-იან კლებას წარმოადგენს. შედეგად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გვყავს 733 დაშავებულით ნაკლები, ანუ მინუს 12,9 % -ია და 44-ით შემცირდა ავარიების დროს გარდაცვლილთა მაჩვენებელი.

 

იმ საკანონმდებლო რეფორმამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა და ჩვენ დავამტკიცეთ, შეიძლება ითქვას, რომ 44 ადამიანი უკვე გადაარჩინა და 733 ადამიანი გადაარჩინა დაშავებას და ტრამვებს.

 

ასევე, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა, დარიალის გვირაბის მშენებლობა - ეს პროექტები ან ოქტომბერში იწყება ან უკვე დაწყებულია ზოგიერთი მათგანი.

 

ასე რომ, ჩვენ ვმოძრაობთ სწორი მიმართულებით, ეკონომიკა ფუნქციონირებს და განვითარების პროცესი სახეზეა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ
  • ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას აკრძალვები არ იმოქმედებს
  • საქართველო აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინს შეიძენს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.