12:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით უკრაინის შსს განცხადებას ავრცელებს
ქარიშხალმა "ირმამ" ფლორიდას შტატს მიაღწია. კადრები ქალაქ მაიამიდან

სიახლეები

Bloomberg-მა iPhone-ის ახალი მოდელის სახელი გაარკვია

Bloomberg-მა iPhone-ის ახალი მოდელის სახელი გაარკვია

10 სექ 2017მაღალი ტექნოლოგიები

 

Bloomberg-მა ახალი, Apple-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელის სახელი გაარკვია. მოდელს iPhone X ერქმევა.

 

ეს იქნება მოდელი, რომელიც  iPhone 8-სთან და iPhone 8 PLUS -თან ერთად გამოვა. ინტერნეტში გაჟონა ოპერაციულმა სისტემამ, რომელიც ამ მოდელებში უნდა ჩაიწეროს, Bloomberg-მა ტელეფონის დასახელება სწორედ მასში განთავსებული პროგრამული კოდით ამოიცნო.

 

iPhone 8 და iPhone 8 PLUS თავისი წინამორბედებისგან ბევრი არაფრით იქნება გამორჩეული, გარდა ბევრად ძლიერი პროცესორისა. iPhone X კი სრულიად განსხვავებული მოდელია, ის Apple-ის სმარტფონების ბიზნესში გარდამტეხი პროდუქტი უნდა გახდეს.

 

iPhone X-ს ექნება სრულიად ახალი დიზაინი, ახალი ფუნქციები, გაუმჯობესებული კამერა და ეკრანი, ასევე სახეების ამოცნობის  Face ID სისტემა.

 

სმარტფონის დასახელება კომპანიის 10 წლის იუბილესთან არის დაკავშირებული. Bloomberg თვლის, რომ Apple ძირითად ფსონს ამ ახალ მოდელზე დადებს. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ
  • ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას აკრძალვები არ იმოქმედებს
  • საქართველო აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინს შეიძენს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.