20:57 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის განცხადება მიწების შესახებ დაწესებულ მორატორიუმზე
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

10 ყველაზე უცნაური თანამედროვე შენობა საქართველოში

 

პატარა და არც თუ ისე მდიდარმა საქართველომ უკვე ბოლო 15 წლის განმავლობაში აჩვენა მთელ კავკასიის რეგიონს, თუ როგორ უნდა მოახდინო სახელმწიფო აპარატისა და ინფრასტრუქტურის სწრაფი და ეფექტური რეფორმირება განსაკუთრებული რესურსების გარეშე, ამ რეფორმებმა კარდინალურად შეცვალა მთელი ქვეყანა არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ვიზუალურადაც. წარმოგიდგენთ ჩვენს ქვეყანაში რეალიზებულ ყველაზე საინტერესო პროექტს.
 
 
 
იუსტიციის სახლი თბილისში
 
 
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნა იუსტიციის სახლები – დაწესებულებები, სადაც სულ რამდენიმე საათში ადამიანს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო მომსახურებების სრული სპექტრი. აქ გასცემენ პირადობის მოწმობებს, საბუთებს უძრავი ქონების შესახებ და გიწევენ კონსულტაციას ბევრ საკითხში, ხოლო მთავარი ამგვარი ცენტრი კი გახსნილია საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
 
 
გამჭვირვალე მთავრობა – პოლიციის გამჭვირვალე შენობები
 
 
საქართველოში რეალიზებულია გამჭვირვალე მთავრობის კონცეფცია, რომელმაც არაფერი არ უნდა დაუმალოს ქვეყნის მოსახლეობას. ამ კონცეფციის ჩარჩოებში აშენებულია რამდენიმე ათეული პოლიციის ახალი მინის შენობა, მათ შორის გამჭვირვალე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა.
 
 
პარლამენტის გადატანა ქუთაისში
 
 
დღეს საქართველოში ქალაქი ქუთაისი კარდინალურადაა რეკონსტრუქტირებული და მან შეითავსა სახელმწიფო დედაქალაქის ფუნქციების ნაწილი – ქუთაისში გადაიტანეს პარლამენტი. ჯანდაცვის რეფორმა.
 

ახალი საავადმყოფოები
 
 
ჯანდაცვა საქართველოში სრულიად დაფუძნებულია ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე. ამან ხელი შეუწყო ქვეყნის ყველაზე პატარა ქალაქებშიც კი რამდენიმე ახალი საავადმყოფოს მშენებლობას თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით.
 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში
 

ახლის მშენებლობა, ქვეყნის მოდერნიზება შეუძლებელია თანამედროვე კონკურენტუნარიანი განათლების შექმნის გარეშე. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს ესმის და ამის კარგი მტკიცებულებაა ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესაძლო მშენებლობა. ეს უნდა ყოფილიყო კავკასიის ყველაზე მაღალი შენობა, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახალმა მთავრობამ უარი თქვა ამ იდეის განხორციელებაზე.
 

იუსტიციის სახლი ბათუმში
 
 
იუსტიციის სახლი ბათუმში არის ძალზედ მომხიბლავი შენობა თავისი თანამედროვე არქიტექტურით და არა პოსტსაბჭოთა სერვისით.
 
 
რიყის პარკი თბილისში
 
 
რამდენიმე წლის განმვლობაში უკანონო შენობის ადგილას მდინარე მტკვარის სანაპიროზე გაშენდა თანამედროვე პარკი, რომელიც გაწყობილია რამდენიმე არქიტექტურული შედევრით, როგორებიცაა შუშის “მშვიდობის ხიდი”, მუზეუმი და თეატრი. აქვე არის 2011 წელს გაკეთებული საბაგირო გზის ქვემო სადგური, რომელსაც მივყავართ ნარიყალასკენ.
 
 
ახალი ქალაქი ლაზიკა
 
 
როდესაც ქალაქ ლაზიკას მშენებლობა დაიწყო, ვარაუდობდნენ, რომ მისი მშენებლობა დამთვრდებოდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ეს პროექტიც დღეს შეჩერებულია გაურკვეველი ვადით. ლაზიკა უნდა ყოფილიყო ახალი ქალაქი ცარიელ ადგილას აფხაზეთის საზღვართან. პოტენციურ ქალაქს ეს სახელი ამ ადგილას ერთ დროს მცხოვრები ტომის – ლაზების საპატივცემულოდ დაერქვა. ეს უნდა ყოფილიყო რეგიონალური მეგაპოლისი, რომელიც დაიტევდა 500 ათას მოსახლეს – საშუალო ზომის ცათამბრჯენებით, სასტუმროებით და პორტით.
 
 

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი
 
 
 
საზღვრების უსაფრთხოება ეს არის ნებისმიერ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, სწორედ ამიტომაც, თურქეთის საზღვართან ბათუმში გაიხსნა სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ამ შენობაზე შეხედვისას, გგონია, რომ ის თითქოს დახატულია გრაფიკულ რედაქტორში, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, რაც არსებობს.
 
 
 
ღვინის ქალაქი სიღნაღი
 
 
საქართველო უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, ის აშენებს ახალ და არემონტებს ძველ კურორტებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კურორტი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, არის ქალაქი სიღნაღი. ის მდებარეობს ალაზნის ველის შემაღლებულ ნაწილში. სწორედ ამ ფაქტის და მასშტაბური რეკონსტრუქციების წყალობით, ეს ქალაქი ვიზუალურად დაემსგავსა ერთ–ერთ პატარა იტალიურ ქალაქს.
 
 
წყარო: artnews.ge

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.