12:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს

სიახლეები

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მაკაკას გადაღებულ სელფებზე საავტორო უფლებები დაამტკიცა
 
ბრიტანელმა ფოტოგრაფმა დევიდ სლეიტერმა ორწლიანი სასამართლო პროცესების შემდეგ დაამტკიცა თავისი საავტორო უფლებები ფოტოებზე, რომელიც მისი ფოტოაპარატით ინდონეზიურმა მაიმუნმა გადაიღო.
 
მაიმუნის გადაღებულმა სელფებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა ფოტოგრაფს ამ ფოტოების გასაყიდად მომქანცველი და ხანგრძლივი სასამართლო დავების გადატანა მოუწია. ინფორმაციას Yahoo News ავრცელებს.
 
"ფოტოსესია" 2011 წელს გაიმართა. შავი მაკაკა ობიექტივის ლინზაში თავისი გამოსახულებით დაინტერესდა და კამერა გაიტაცა. მაიმუნმა მოახერხა და რამდენიმე ავტოპორტრეტი (ე.წ. სელფი) გადაიღო, რის შემდეგაც ფოტოგრაფმა კამერა დაიბრუნა.
 
"იმ მომენტისთვის როცა კამერა დავიბრუნე, მან რამდენიმე ათეული ფოტო გადაიღო, ზოგი კადრი სუფთაც გამოვიდა. ნათელია, რომ მან ფოტოგადაღებაში კიდევ უნდა იმეცადინოს. ვწუხვარ, რომ უფრო დიდხანს დალოდება ვერ შევძელი, სანამ ის მთელ საოჯახო ალბომს გააკეთებდა", - თქვა ფოტოგრაფმა.
 
როცა სლეიტერმა გადაწყვიტა, რომ ფოტოები კომპანია Caters-ისთვის მიეყიდა, Techdirt-მა ეჭვქვეშ დააყენა მისი საავტორო უფლებები, ასეთივე შეხედულება გამოთქვა Wikimedia-მაც, მათი აზრით, რაკი მაიმუნს (ავტორს) არ შეიძლება საავტორო უფლებები გააჩნდეს, ეს ფოტოები საჯარო მოხმარებისაა.
 
აშშ-ის საავტორო უფლებათა დაცვის ბიუროში განაცხადეს, რომ "ნამუშევარი, რომელიც შექმნილია ბუნების, ცხოველების ან მცენარეების  მიერ, არ შეიძლება საავტორო უფლებებით იყოს დაცული". ამას ხანგრძლივი სასამართლოო პროცესები მოჰყვა, რომელზეც სლეიტერმა ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ კამერა მაიმუნს შემხთვევით არ მოუპარავს და მან ის შეგნებულად დატოვა, რათა ცხოველს აეღო და კადრები გადაეღო.
 
ბოლოს და ბოლოს, იღბლიანმა ფოტოგრაფმა თავისი საავტორო უფლებები მაინც დაამტკიცა, თუმცა იმ პირობით, რომ ფოტოების გაყიდვიდან შემოსული ფულის 25% მაკაკების დაცვის ფონდში გადაირიცხება.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ
  • ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას აკრძალვები არ იმოქმედებს
  • საქართველო აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინს შეიძენს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.