08:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

12 სექ 2017ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში პირველად გადააბიჯა 20 ტრილიონიან ნიშნულს.  ინფორმაციას Bloomberg აქვეყნებს. მარტის შუა რიცხვებში ქვეყნის სახელმწიფო ვალი 19,84 ტრილიონი იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ტეხასსა და ფლორიდას ორი საშინელი ქარიშხალი - „ჰარვი“ და „ირმა“ დაატყდა თავს, კონგრესი იძულებული გახდა სახელმწიფო ვალის ზედა ლიმიტი გაეზარდა. ამჟმად ამერიკის საგარეო ვალი $20,16  აშშ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ზე (19,3 ტრილიონი აშშ დოლარი) მეტია.

ქარიშხალი ირმა, რომელმაც ფლორიდის შტატს გადაუარა და სერიოზული ზარალი მიაყენა, ტროპიკულ დეპრესიამდე დასუსტდა და კონტინენტზე მოძრაობას განაგრძობს ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის შტატისკენ. ქარის სიჩქარე ამჟამად არის 55 კილომეტრი საათში, გადმოსცემს ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახური. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ შტატების შემდეგ ციკლონი ვირჯინიის შტატსაც გადაუვლის, თუმცა ამ რეგიონებს ის სერიოზულ ზიანს ვეღრ მიაყენებს. ქარიშხალმა სულ 37 ადამიანი იმსხვერპლა, "ირმა" წყნარი ოკეანის ქარიშხლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტორნადო იყო ისტორიაში.  

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის CapEthica Investment Fund (CIF) წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ისაუბრა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, აგრეთვე გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ CapEthica Investment Fund-ი საქართველოში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. როგორც უცხოელმა სტუმრებმა განაცხადეს, საერთაშორისო ბიზნეს წრეებში იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც გამოწვეულია ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და მიმდინარე წარმატებული რეფორმებით. 

„მინდა, გამოვეხმაურო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში. საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება. 

დღეს ევროკავშირმა „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ახალი საიტი გაუშვა. საიტის მიზანია რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლა. „დღეს ჩვენ ახალ საიტს ვუშვებთ, www.euvsdisinfo.eu, რათა წარმოგიდგინოთ ერთიანი წყარო, რომელიც მიმართულია კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის პრობლემის გადაჭრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. საინფორმაციო პორტალი შექმნილია ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის მიერ. როგორც საიტზეა ნათქვამი, საიტი ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე იმუშავებს. 

მსგავსი სიახლეები

საღამოს საკითხავი

17 ნოე 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

17 ნოე 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

16 ნოე 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმა 154,1 ლარი შეადგინა
  • სპეციალური შეთავაზება პროგრამა სტარტაპერებს ”თიბისი დაზღვევა” და ”თიბისი ბანკისგან” 
  • „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 6 - 12 ნოემბერი, 2017

• კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 24% ვაჭრობის სექტორზე მოდის. • დეპოზიტების 19%  რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. •...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6 -11 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 2.31%-ით, ხოლო ევროსთან 2.87%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.