12:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძის ოფიციალური განცხადება
ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები ბითკოინებს იპარავენ

სიახლეები

საქართველო ინტერნეტმმართველობის ფორუმს GEOIGF 2017 მასპინძლობს

 

თბილისში  სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“ ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმი - IGF 2017 ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართა.

 

„ინტერნეტის გარეშე პრაქტიკულად ჩვენი ყოფა შეუძლებელია და ამას თან მთელი რიგი საკითხები ახლავს, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას, ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავებას და განვითარებას. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობა. არის უამრავი საკითხი, რომელიც დღევანდელ ფორუმზე განიხილება და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე უცხოელი სტუმრებისთვის“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

წლევანდელ წელს ფორუმი ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონული ინტერნეტრეგისტრატორის (RIPE NCC), მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიების ასოციაციის, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ტარდება. 

 

ფორუმის ძირითადი საკითხებია: საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ. 

 

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი - Georgian Internet Governance Forum (GeoIGF) გაეროს რეკომენდაციის საფუძველზე შექმნილ ინტერნეტმმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ გაერთიანებას წარმოადგენს. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  და ISOC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ
  • ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას აკრძალვები არ იმოქმედებს
  • საქართველო აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინს შეიძენს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.