20:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
ირაკლი კობახიძის ოფიციალური განცხადება

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: "სამწუხაროდ აქამდე მიიყვანა ოპოზიციამ პროცესი"

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ დიალოგის და დისკუსიის რეჟიმში ემსჯელა და ამისთვის მზად არის დღესაც, თუმცა, დიალოგის პროცესს ოპოზიციის დამოკიდებულება ართულებს.

 

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ, რომ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, დისკუსიისთვის და აბსოლუტურად ღიაა ამისათვის მმართველი გუნდი. უბრალოდ, რაც უფრო მეტად წელავს ოპოზიცია ამ პროცესს, მით უფრო მეტად რთულდება ბუნებრივია ჩვენი ამოცანა. ახლა ეს ყველაფერი პიკს არის მიახლოებული. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვართ და ღია ვართ დისკუსიისთვის, თუმცა, მოლოდინი მაინც მაღალი არ არის გამომდინარე იქედან, თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანა ოპოზიციამ დიალოგის პროცესი. ეს არის ჩვენი ზოგადი პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოპოზიციამ არ გაიზიარა მმართველი გუნდის შეთავაზება, წერილობით დაეფიქსირებინათ იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდა. მისივე თქმით, ასეთი პოზიცია კონტრპროდუქტიულია და დიალოგის წარმართვას ხელს არ უწყობს.

 

„ჩვენ წერილობით გავუგზავნეთ თხოვნა ოპოზიციურ პარტიებს და ვთხოვეთ ასევე წერილობით დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა მათ ეს საკითხები არ გამოგვიგზავნეს. ამის მაგივრად მათ ჩამოთვალეს ოთხი საკითხი, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ისინი გადავიდოდნენ მხოლოდ დიალოგზე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი პოზიცია, ბუნებრივია, არის კონტრ პროდუქტიული და რა თქმა უნდა, არ წაადგება დიალოგის წარმართვას და გაგრძელებას რაიმე ფორმით. ეს არის ჩვენი პოზიცია. სამწუხაროდ აქამდე მიიყვანა ოპოზიციამ პროცესი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია და ვიყავით მზად დისკუსიისთვის. ეს არის ჩვენი საერთო სულისკვეთება და ამ სულისკვეთებას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.