20:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
ეთნიკური დევნა: ბირმიდან 370 ათასი მუსლიმი-როჰინჯი გაყარეს

სიახლეები

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის 5 მხარდამჭერი დააკავეს

 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის ის 5 მხარდამჭერი დააკავა, ვინც საქართველოს ექს-პრეზიდენტს საზღვრის გადალახვაში აქტიურად ეხმარებოდა. შეგახსენებთ, მიუხედავად მესაზღვრეებისა და პოლიციელების წინააღმდეგობისა, მიხეილ სააკაშვილმა "შეგინის" სასაზღვრო პუნქტი მაინც გადალახა და პოლონეთიდან უკრაინაში შევიდა. ის უკრაინულ სასამართლოს მიმართავს და მოქალაქეობის დაბრუნებას მოითხოვს.

 

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით 100-ზე მეტი მოწმე დაკითხეს, დადგენილია "არეულობის" 6 ორგანიზატორი და 32 აქტიური მონაწილე, ვინც მესაზღვრეებსა და პოლიციელებს დაზიანებები მიაყენა.

 

საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით არის აღძრული, რაც სუვერენული სახელმწიფოს საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანას ითვალისწინებს და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს გუშინ პირადად გადასცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი სასტუმრო "ლეოპოლისში". პოროშენკოს თქმით, სააკაშვილს სასამართლოსთვის მიმართვა აქამდეც შეეძლო და ის მზად არის მოსამართლის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.