08:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით გრძელდება
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

ახალი მარკეტინგული კამპანია რეგიონების პოპულარიზაციის მიზნით

 

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთისა და იმერეთის რეგიონების ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგულ სტატეგიაზე მუშაობა დაიწყება.

 

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კახეთის და იმერეთის რეგიონების ახალი მარკეტინგული სტრატეგია და საიმიჯო ვებგვერდები მომზადდება.

 

ახალ სტრატეგიაზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად კახეთის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მუშაობენ.

 

პროექტის მიხედვით რეგიონების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ქვეყნებში გაიმართება. პროექტი საჯარო და კერძო სექტორს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებას.

 

პროექტის დეტალები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და მოწევეულმა ექსპერტებმა განიხილეს.

 

პროექტის მონაწილე ექსპერტის იანეს სირსეს განცხადებით, პროექტის მიზანია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის და კახეთის რეგიონების ცნობადობის ამაღლება: „კახეთის შესახებ მთავარი მესიჯი ღვინო იქნება. იმერეთთან დაკავშირებით კი კულტურული, ბუნებრივი მემკვიდრეობა. ჩვენი მიზანია საქართველოში უფრო მეტი მოგზაურის ჩამოსვლა, თქვენი ქვეყნიდან კმაყოფილი ტურისტების წასვლა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა.“ -განაცხადა იანეს სირსემ

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმა 154,1 ლარი შეადგინა
  • სპეციალური შეთავაზება პროგრამა სტარტაპერებს ”თიბისი დაზღვევა” და ”თიბისი ბანკისგან” 
  • „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 6 - 12 ნოემბერი, 2017

• კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 24% ვაჭრობის სექტორზე მოდის. • დეპოზიტების 19%  რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. •...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6 -11 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 2.31%-ით, ხოლო ევროსთან 2.87%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.