16:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით

სიახლეები

ოფიციალურმა მადრიდმა პუჩდემონს განმარტებების გასაკეთებლად 4 დღე მისცა

 

კატალონიის ავტონომიის მმართველმა კარლეს პუჩდემონმა ოფიციალურ მადრიდს 16 ოქტომბრამდე უნდა აუხსნას, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც რეგიონალურმა მთავრობამ ორი დღის წინ მიიღო. 

 

შესაბამისი განცხადება პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ გააკეთა:

 

„მან (პუჩდემონმა) უნდა გაგვცეს პასუხი მიცემულ ვადაში, რომელიც 16 ოქტომბერს მთავრდება. თუ პასუხში დაზუსტეუბლი იქნება, რომ მათ დამოუკიდება გამოაცხადეს ან პასუხს საერთოდ არ გაგვცემენ, პუჩდემონი იძულებული იქნება დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმოს“, - თქვა რახოიმ. 

 

გუშინ მადრიდში განმარტეს, რომ სწორედ ამ პასუხზეა დამოკიდებული კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამუშვება, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონისთვის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევისა და რეგიონალური მთავრობის გადაყენების უფლებას აძლევს.

 

შეგახსენებთ, სამშაბათს კატალონიის მთავრობამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დეკლარაციაზე თავისი ხელმოწერა ავტონომიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმაც დააფიქსირა.

 

ტექსტში „კატალონიის რესპუბლიკა“ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. პუჩდემონის გარდა დეკლარაციას ხელი მოაწერეს: მისმა მოადგილე ორიოლ ჟუნკერასმა, პარლამენტის სპიკერმა კარლე ფორკადელმა და მმართველი პარტიის დეპუტატებმა. უცნობია, აქვს თუ არა სამართლებრივი ძალა ამ დოკუმენტს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.