16:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე - სრული ტექსტი
ბრიტანული კომპანია "კოსმოსში დაკრძალვის" სერვისს გვთავაზობს

სიახლეები

”თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს ახალ ავტოსადაზღვევო პროდუქტს D1 სთავაზობს

 

”თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს ახალ ავტოსადაზღვევო პროდუქტ D1-ს სთავაზობს, რომლის შექმნის მთავარი მიზანია, ავტომობილის დაზღვევა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

 

D1-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ავტომობილი მინიმალურ ფასად ყველაზე აქტუალური რისკისგან, ავტოავარიისგან დააზღვიოს. D1-ის ფასი ფიქსირებულია ლარში, რომელიც თითქმის ყველა მოდელის ავტომობილზე ვრცელდება.

 

D1-ით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს, რომელიც არის 25 წელს ზევით, ჰყავს 2 000 წლიდან გამოშვებული ავტომობილი, რომელსაც არ იყენებს კომერციული მიზნებისთვის და მართავს ავტომობილს მინიმუმ 1 წელი.

 

D1 ავტოდაზღვევა ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევას და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც გულისხმობს ავტოავარიის შედეგად, სხვისი ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. 

 

D1 ავტოდაზღვევის ორი სახის შეთავაზება არსებობს: 1. თვეში 30 ლარად 5 000 ლარიან ანაზღაურების ლიმიტი, 2. თვეში 40 ლარად 10 000 ლარიანი ანაზღაურების ლიმიტი.

 

”თიბისი დაზღვევის” სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების 77%-ის შემთხვევაში დამდგარი ზარალის ოდენობა არ აღემატება 5 000 ლარს, ხოლო 91%-ის შემთხვევაში ზარალის ოდენობა არ აღემატება 10 000 ლარს. აღნიშნული სტატისტიკა ჯამურად ითვალისწინებს როგორც დაზღვეული ავტომობილის, ასევე სხივისი ქონების დაზიანების შედეგად დამდგარი ზარალის ოდენობას.

 

”თიბისი ბანკის” ინფორმაციით, D1-ის შეძენა მარტივად, ”ფეისბუქის” მესენჯერიდან, ”თიბისი დაზღვევის” – ”ბი ბოტის” დახმარებით არის შესაძლებელი. ”ბი ბოტი” დაზღვევის პირველი ბოტია საქართველოში, ის ფეისბუქის მესინჯერშია ინტეგრირებული და მისი მოძებნა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია. 

 

”ბი ბოტს” მომხმარებელმა მხოლოდ რამდენიმე პირადი მონაცემი უნდა გაუზიაროს, აირჩიოს სასურველი სადაზღვევო ლიმიტი და გადახდის პირობა, რის შემდეგაც დაზღვევის პოლისს პირდაპირ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ. დაზღვევის შეძენის შემდეგ, ერთხელ უნდა ესტუმროს ”თიბისი ბანკის” ან ”თიბისი დაზღვევის” ნებისმიერ ფილიალს სადაც მომხმარებლის ავტომობილი დასურათდება და დაზღვევაც გააქტიურდება.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.