16:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა გახდა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი?
თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნერებმა ფოტოების ამოძრავების ალგორითმი შეიმუშავეს

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

12 ოქტ 2017ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

Greenpeace-ის ფრანგული განყოფილების აქტივისტები 12 ოქტომბერს ატომური ელექტოსადგური „კატენომის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ფეიერვერკი გაუშვეს. აქცია ქვეყნის ატომური რეაქტორების არასაიმედო დაცვის სისტემებისკენ მთავრობის ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ ამ საკითხზე წერილობითი მიმართვაც მოამზადა. Greenpeace-ის საიტზე დაიწერა, რომ აქტივისტებმა, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურში შეიჭრნენ, ფეიერვერკი გადამუშავებული საწვავის შემნახავ ავზთან გაუშვეს.

კატალონიის ავტონომიის მმართველმა კარლეს პუჩდემონმა ოფიციალურ მადრიდს 16 ოქტომბრამდე უნდა აუხსნას, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც რეგიონალურმა მთავრობამ ორი დღის წინ მიიღო. შესაბამისი განცხადება პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ გააკეთა: „მან (პუჩდემონმა) უნდა გაგვცეს პასუხი მიცემულ ვადაში, რომელიც 16 ოქტომბერს მთავრდება. თუ პასუხში დაზუსტეუბლი იქნება, რომ მათ დამოუკიდება გამოაცხადეს ან პასუხს საერთოდ არ გაგვცემენ, პუჩდემონი იძულებული იქნება დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმოს“, - თქვა რახოიმ.

2017 წლის 10-11 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები. მოლაპარაკებებზე ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დააყენეს სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურება, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება.

საერთშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings–მა სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“ სტაბილური პროგნოზით, გრძელვადიანი რეიტინგი ,,BB’’ რეიტინგი მიანიჭა. როგორც „ენერგო - პრო ჯორჯია“-ში აცხადებენ, ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოს მიერ, ასეთი მაღალი შეფასება, დიდი წარმატება და იშვიათი გამონაკლისია, რადგან რეიტინგი აღემატება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს. ,,BB“ რეიტინგის მიღება ერთის მხრივ ხაზს უსვამს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, რაც ყოველი ჩვენი თანამშრომლის ეფექტური საქმიანობის შედეგია, ხოლო მეორეს მხრივ, სრულიად ახალ პერსპექტივებს გვიხსნის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის და მომსახურეობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით“, - აღნიშნა ”ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მიღებულ კანონზე, რომელიც აღნიშნული პრობლემის გაცილებით კომპლექსური მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

1 ოქტ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.