16:27 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა
ცხოვრება ჩინეთში: 5 გრაფიკული გამოსახულება

სიახლეები

გერმანიის წარმომადგენელმა აშშ, ისრაელი და იუნესკო გააკრიტიკა

 

გერმანის მთავრობა მიიჩნევს, რომ აშშ-ისა და ისრაელის გადაწყვეტილება იუნესკოს დატოვებასთან დაკავშირებით ნაჩქარევია. შესაბამისი განცხადება ბერლინში გამართულ ბრიფინგზე გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა გააკეთა.

 

„ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილება არასწორი მესიჯია“, - თქვა ზაიბერტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ომებისა და არეულობებისგან პირველ რიგში კულტურული ძეგლები ზარალდება და იუნესკოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

„ძალიან ვწუხვარ ამერიკისა და ისრაელის გადაწყვეტილების გამო“, - დასძინა მან. მიუხედავად ამ განცხადებისა, გერმანიის წარმომადგენელი ორგანიზაციის კრიტიკასაც არ მოერიდა და იუნესკო პოლიტიზაციის მაღალი ხარისხის გამო გააკრიტიკა.

 

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იუნესკოდან გასვლის შესახებ ორგანიზაციას ოფიციალური წერილით მიმართა. მთავარი მიზეზი გახდა „ორგანიზაციის მიერ საჯაროდ დაფიქსირებული ისრაელის საწინააღმდეგო პოზიცია“.

 

ცოტა მოგვიანებით ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადება ისრაელმაც გააკეთა. პროცედურა სწრაფი არ არის და აშშ და ისრაელი ორგანიზაციის წევრები 2018 წლის 31 დეკემბრამდე დარჩებიან.

 

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია 1945 წლიდან არსებობს. 2011 წელს იუნესკომ სრულუფლებიან წევრად მიიღო ისრაელის ავტონომია - პალესტინა. სწორედ მაშინ დაიწყო განხეთქილება იუნესკოსა და ისრაელს შორის.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 18,9%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59%-ით
  • ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინით, წელს საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს
  • ”თიბისი ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისთვის ”#1 ბარათის” ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ოქტომბერი, 2017

• იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,4%-ით. • 2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა. • კომერციული ბანკების მიერ...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9- 14 ოქტომბერი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.07%-ით, ევროსთან 1.01%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.