01:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

რომის ტრევის შადრევანი კვლავ წითლად შეიღება

 

იტალიელმა არტისტმა და ყოფილმა მემარჯვენე ექსტრემისტმა გრაციანო ჩეკინიმ  რომის ცნობილი ტრევის შადრევანი წითლად შეღება.  

 

აქცია-პერფორმანსისთვის არტისტმა ბუნებრივი საღებავი გამოიყენა. როგორც სააგენტო ANSA წერს, ჩეკინი დაკავებულია და ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. 

 

პერფორმანსს ავტორმა Pacta Servanda Sunt უწოდა, რაც თარგმანში ნიშნავს „შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს“.

 

ზუსტად ათი წლის წინ, 2007 წელს ჩეკინიმ იგივე „დანაშაული“ ჩაიდინა, რის გამოც ის ვანდალიზმის მუხლით გაასამართლეს და ჯარიმა დააკისრეს.

 

არტისტი ამბობს, რომ ამ აქციით ყურადღების მიპყრობა სურს უმუშევარი და ღარიბი იტალიელებისკენ და ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს აპროტესტებს.  

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...