21:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი გახარია შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

სიახლეები

მამუკა ბახტაძე: ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება

 

2017 წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაოშეხვედრა გამართა. 


სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებს შეხვდა და მათგან სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. 
 

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება. 
 

„ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაკორექტირება, ასევე, მოსამზადებელია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი.

 

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე ხდება აქცენტების გაკეთება. როგორც აღვნიშნე, მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 
 

აღსანიშნავია, რომ გუშინ შედგა შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და მათი გაგრძელების თაობაზე. 
 

განიხილეს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის წარმატებით გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering შეიმუშავებს
  • თბილისში აღმოჩენილი 500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი განადგურდება
  • შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღო

კვირის ეკონომიკური მონიტორი 12 - 18 თებერვალი, 2018

• იანვარში ექსპორტი 25,7%-ით გაიზარდა, იმპორტი 18,1%-ით. • იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 31,1%-ით გაიზარდა. • გასულ კვირას ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (12 - 17 თებერვალი, 2018)

  კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.79%-ით, ხოლო ევროსთან 2.41%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.