19:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა

სიახლეები

როგორია აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისთვის

 

აშშ-ის ეკონომიკურმა ზრდამ წელს 2,2%-ს მიაღწია. გასულ წელს ანალოგიური მაჩვენებელი 1,5% იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფილადელფიის ფედერალური რასერეზერვო ბანკის ანალიტიკოსები თავის პროგნოზს არ ცვლიან და მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 4 წელში 3%-იანი ზრდის დაანონსებულ ნიშნულს ამერიკის ეკონომიკა ვერ მიაღწევს.

 

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ წელს, მეოთხე კვარტალში, აშშ-ის ეკონომიკა 2,6%-ით გაიზრდება, რაც 0,3%-ით აღემატება წინა პროგნოზს. ექსპერტების აზრით, ეკონომიკური ზრდა ამერიკაში 2018 წლამდე 2,5%-ს მიაღწევს, 2019 წლიდან კი 2,1%-მდე შენელდება, ხოლო 2020 წლისთვის 1,9%-მდე ჩამოვა.

 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მშპ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია და მისი სტაბილური 3%-იანი ზრდა ქვეყანაში დამატებით 12 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო ეკონომიკურ აქტივობას 10 ტრილიონით გაზრდის. 

 

ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს 2019 წლისთვის მიაღწევს.

 

მათივე ვარაუდით, უმუშევრობა აშშ-ში მომდევნო ორ წელში - 4,1 და 4%-მდე შემცირდება, თუმცა 2020 წლიდან კვლავ დაიწყებს „ზრდას“. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.