05:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის ვაჟს WikiLeaks-ის წარმომადგენლენბთან ჰქონდა მიმოწერა

 

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა აღიარა, რომ მამამისის წინასაარჩევნო  კამპანიის დროს Twitter-ზე WikiLeaks-ის წარმომადგენლებთან ჰქონდა მიმოწერა.  უმცროსმა ტრამპმა ეს მიმოწერები ჟურნალ Atlantic-ში გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ გამოაქვეყნა.

 

მისი მიმოწერა ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როცა WikiLeaks-მა ჰილარი კლინტონის მაკომპრომატირებელი დოკუმენტები გამოაქვეყნა.

 

მიმოწერებიდან ირკვევა, რომ WikiLeaks-ის წარმომადგენელი  ტრამპს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ სთხოვდა, ჯულიენ ასანჟისთვის შუამდგომლობა გაეწია ავსტრალიის მთავრობასთან.

 

მიმოწერა უკვე გადაეცა სენატის საგამოძიებო კომიტეტს. შეგახსენებთ, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას სათავეში სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი უდგას. 

 

გამოძიებამ უმცროსი ტრამპი ერთხელ უკვე დაკითხა. საქმე წინასაარჩევნო პერიოდში მისი და რუსი იურისტის, ნატალია ვესელნიცკაიას საიდუმლო შეხვედრის დეტალებს ეხებოდა. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ
  • მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთან ფასების ინდექსი 8,4%-ით გაიზარდა
  • „წითელი ბაღი“-ს რეაბილიტაცია იწყება

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 ივნისი, 2018

• იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, იმპორტი 23.3%-ით გაიზარდა. • 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 32.9%-ით შემცირდა. • მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 13%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 11 - 16 ივნისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,47%-ით, ხოლო ევროსთან 1,14%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.