05:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა
წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის ვაჟს WikiLeaks-ის წარმომადგენლენბთან ჰქონდა მიმოწერა

სიახლეები

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

 

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე მისი კანდიდატურას 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო,  4-მა კი საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა.

 

გიორგი ტყემალაძემ პირველ რიგში ახლად არჩეულ დეპუტატებს 21 ოქტომბრის არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და ასევე მადლობა გადაუხადა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს.

 

საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება შინაარსობრივად ხდებოდა და არა პოლიტიკური ნიშნით. მისივე თქმით, იგი იქნება გარანტი, რომ ყველა პროცესი საკრებულოში გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდეს.

 

ტყემალაძის განცხადებით, მათთან ერთად ოპოზიცია ვალდებულია მოსახლოებისათვის სასარგებლო, ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ.

 

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თბილისის ახლა მერს კახა კალაძეს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ
  • მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთან ფასების ინდექსი 8,4%-ით გაიზარდა
  • „წითელი ბაღი“-ს რეაბილიტაცია იწყება

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 ივნისი, 2018

• იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, იმპორტი 23.3%-ით გაიზარდა. • 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 32.9%-ით შემცირდა. • მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 13%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 11 - 16 ივნისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,47%-ით, ხოლო ევროსთან 1,14%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.