19:06 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა

სიახლეები

Tesla-ს მთავარი გამოწვევა: მომდევნო 5 წელიწადში Mercedes ელექტრომობილების წარმოებაში 11 მილიარდს დააბანდებს

 

ამერიკული კომპანია Tesla მნიშვნელოვნად განვითარდა და ელექტრონული მანქანების ბაზარზე თავისი ნიშა დაიკავა. თუმცა მომდევნო 5 წელი კომპანიისთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება, რადგან ელექტრონული მანქანების წარმოებაში ინვესტირებას მთელი მსოფლიოს მსხვილი ავტომწარმოებლები  გეგმავენ.

 

გერმანული გიგანტი Mercedes 2020 წლისთვის ამ სფეროში 11 მილიარდი დოლარის დაბანდებას და ბაზარზე მნიშვნელოვანი განაცხადის გაკეთებას გეგმავს. როცა Mercedes-მა ბიუჯეტური EQ A ელექტრომობილი დააანონსა, რომელიც რთული გზებისთვის არის გათვლილი და რომლის ღირებულებაც 40 000 დოლარს არ აჭარბებს, კომპანიის ოფიციალურ Twitter-ზე დაიწერა, რომ „მომავალი ელექტრომობილებისაა“ და ისინი ამაში ჩამორჩენას არ აპირებენ.

 

მართალია, გერმანული ავტომწარმოებელი შიდა წვის ძრავებითაა ცნობილი, მაგრამ Mercedes ამის შეცვლას აპირებს. უამრავმა ადმაიანმა Mercedes-ის ნაბიჯი Tesla-ს პირდაპირ გამოწვევად და მისთვის მთავარ საფრთხედ შეაფასა.

 

Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი ასე არ ფიქრობს. მისი აზრით, ამ სეგმენტს იმდენი მოგება არ მოაქვს, რომ Mercedes და სხვა გიგანტები სერიოზულად დაინტერესდნენ, და ისურვა, რომ ელექტრომობილების წარმოებაში უფრო მეტი ფული დაიხარჯოს.

 

შეგახსენებთ, გარდა კონკურენციისა, Tesla-ს დამოუკიდებელი პრობლემებიც აქვს. მიუხედვად იმისა, რომ კომპანიას ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის - Tesla Model 3-ის უკვე 400 ათასი შეკვეთა აქვს მიღებული, ჯერჯერობით, ბაზარზე ამ მარკის მხოლოდ 220 ავტომობილია გამოსული. წინასწარი პროგნოზით ეს რაოდენობა 1500 უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.