21:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
BBC: მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძველი ღვინო საქართველოში აღმოჩნდა
Tesla-ს მთავარი გამოწვევა: მომდევნო 5 წელიწადში Mercedes ელექტრომობილების წარმოებაში 11 მილიარდს დააბანდებს

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

14 ნოე 2017ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე მისი კანდიდატურას 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა. გიორგი ტყემალაძემ პირველ რიგში ახლად არჩეულ დეპუტატებს 21 ოქტომბრის არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და ასევე მადლობა გადაუხადა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება შინაარსობრივად ხდებოდა და არა პოლიტიკური ნიშნით. მისივე თქმით, იგი იქნება გარანტი, რომ ყველა პროცესი საკრებულოში გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა აღიარა, რომ მამამისის წინასაარჩევნო კამპანიის დროს Twitter-ზე WikiLeaks-ის წარმომადგენლებთან ჰქონდა მიმოწერა. უმცროსმა ტრამპმა ეს მიმოწერები ჟურნალ Atlantic-ში გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ გამოაქვეყნა. მისი მიმოწერა ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როცა WikiLeaks-მა ჰილარი კლინტონის მაკომპრომატირებელი დოკუმენტები გამოაქვეყნა. მიმოწერებიდან ირკვევა, რომ WikiLeaks-ის წარმომადგენელი ტრამპს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევდა, ხოლო გამარჯვების შემდეგ სთხოვდა, ჯულიენ ასანჟისთვის შუამდგომლობა გაეწია ავსტრალიის მთავრობასთან. მიმოწერა უკვე გადაეცა სენატის საგამოძიებო კომიტეტს.

2017 წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაოშეხვედრა გამართა. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებს შეხვდა და მათგან სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება. „ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაკორექტირება, ასევე, მოსამზადებელია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი.

2017 წლის 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63,16 (- 0,36) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 56,76 (+ 0,02) დოლარი/ბარელზე.

ერთი მხრივ, რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ და, მეორე მხრივ, დიდი ბრიტანეთის გასვლამ ევროკავშირიდან, ევროპის დანარჩენი ქვეყნების ერთმანეთზე დამოკიდებულება გაზარდა. გუშინ, ევროპის 23-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პრესისა და პოლიტიკოსების ნაწილმა ეს მოვლენა „ევროპული არმიის შექმნად“ შეაფასა, თუმცა, ჯერჯერობით, რამე გაერთიანებული სამხედრო ძალის შექმნაზე საუბარი ნაადრევია, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ხელმოწერილი დოკუმენტი სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. საწყის ეტაპზე, ევროპის ქვეყნები სამხედრო ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების საკითხში ითანამშრომლებენ.

მსგავსი სიახლეები

საღამოს საკითხავი

23 თებ 2018ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

23 თებ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

21 თებ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering შეიმუშავებს
  • თბილისში აღმოჩენილი 500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი განადგურდება
  • შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღო

კვირის ეკონომიკური მონიტორი 12 - 18 თებერვალი, 2018

• იანვარში ექსპორტი 25,7%-ით გაიზარდა, იმპორტი 18,1%-ით. • იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 31,1%-ით გაიზარდა. • გასულ კვირას ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (12 - 17 თებერვალი, 2018)

  კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.79%-ით, ხოლო ევროსთან 2.41%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.