07:56 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის გარდამავალი პერიოდისთვის საბიუჯეტო სახსრებს არეზერვებს
ჩინეთში ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა 1,4 მილიარდს გადასცდა

სიახლეები

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს წლის ბოლომდე გაზრდის

 

Reuters: აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელები თვლიან, რომ საბაზისო საპროცენტო განაკვეთების გაზრდაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე გამართული ბანკის ხელმძღავნელთა სხდომაზე განაკვეთები უცვლელად დატოვეს, სხდომის პროტოკილი მისი გაზრდის საშუალებას იძლევა.

 

რეგულატორის ხელმძღვანელები პროგნოზირებენ, რომ აშშ-ის ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზრდება და იმისმა დიდმა ალბათობამ, რომ აშშ-ის კონგრესი საგადასახადო რეფორმას გაატარებს, ინვესტიციების გაზრდისა და პოზიტიური ნიშნების გაჩენის პროგნოზი კიდევ უფრო გაამძაფრა.

 

„ბანკის ხელძღვანელები ახლო მომავალში სამომხმარებლო ფასებისა და ინფლაციის ზრდას ელოდებიან“, - ნათქვამია სხდომის პროტოკოლში. ამ ფონზე, საპროცენტო განაკვეთის ზრდას ექსპერტები უკვე 2017 წლის ბოლომდე ვარაუდობენ, ხოლო 2018 წელს განაკვეთების ზრდა კიდევ სამჯერ არის მოსალოდნელი. 

 

ცენტრალური ბანკის რეგულატორთა შეხვედრა იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელსაც ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტის რანგში ესწრებოდა ჯანეტ იელენი.

 

მიუხედავად ყველაფრისა, უკვე რამდენიმე წელია, ამერიკის ეკონომიკისთვის მიუღწეველ ნიშნულად რჩება ინფლაციის სამიზნე 2%-იანი მაჩვენებელი. თუმცა ბოლო პერიოდში, შრომითი სტატისტიკის გაუმჯობესების ფონზე, ინფლაციამაც აჩვენა პოზიტიური დინამიკა. 

 

საბაზისო საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში, ამჟამად, 1-1,25% დიაპაზონშია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი