06:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
ქართულ-უკრაინული მემორანდუმი მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში

სიახლეები

კონსენსუს პროგნოზის მონაცემები ევროზონის ინფლაციასთან დაკავშირებით

 

ოთხშაბათს ევროზონის ინფლაციის ოფიციალური სტატისტიკა უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა უკვე ცნობილია კონსენსუს პროგნოზის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ინფლაცია ევროზონაში ნოემბრის თვეში 1,6%-მდე არის გაზრდილი, ანუ ოქტომბრის მაჩვენებელს 0,2%-ით აღემატება.

 

ასევე, 0,1%-ით გაიზრდება საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელი, რაც ენერგორესურსებისა და საკვები პროდუქტების ფასების გათვალისწინების გარეშე დგინდება, და 1%-ს მიაღწევს, მაშინ, როცა გასულ თვეში 0,9%-ს არ აღემატებოდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბაზრისთვის ეს შედეგები პოზიტიური სიგნალის მაჩვენებელია, ინფლაცია მაინც შორს არის ცენტრალური ბანკის სამიზნე 2%-იანი ნიშნულისგან.

 

ამ კვირაში, ინფლაციის ცალკეულ სტატისტიკას გამოაქვეყნებენ: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და გერმანია. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორი იქნება ეს მონაცემები გერმანიისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ კრიზისშია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი