12:30 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
IDFI: თავშესაფრის მაძიებლები საქართველოში

სიახლეები

ევროპელი დიპლომატები ტრამპს მოუწოდებენ, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება არ ჩაშალოს

 

CNN: ევროპელი დიპლომატები მოუწოდებენ  აშშ-ს, არ გააუქმოს ირანთან ბირთვული შეთანხმება. მათი შეშფოთება დონალდ ტრამპის მწვავე განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც ირანისთვის სანქციების დაწესებას კვლავ აპირებს. 

 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა ამ ხელშეკრულების დარღვევის საჭიროებაზე და მას „ყველა დროის ყველაზე ცუდ შეთანხებას“ უწოდებდა. მოგვიანებით კი ირანს პირობების შეუსრულებლობაშიც დასდო ბრალი.

 

საქმე იმაშია, რომ ახლა აშშ-ის სანქციები გაუქმებული არ არის, შეჩერებულია. შეჩერების ბრძანებას კი ამერიკის პრეზიდენტი რამდენიმე თვეში ერთხელ აწერს ხელს. არსებობს საფრთხე, რომ დონალდ ტრამპი ამ დოკუმენტს ხელს აღარ მოაწერს. 

 

ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გააგრძელონ სანქციების შეჩერების რეჟიმი. ევროპელი დიპლომატების აზრით ბირთვული შეთანხმება „მუშაობს“.

 

შეხვედრა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - ფედერიკა მოგერინის მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც განაცხადა, რომ ამ შეთახმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ირანი შეთანხმების პირობებს ასრულებს. მოგერინიმ ტრამპს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...