00:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე: პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ
ინტერაქტივი: თქვენი აზრით, 2018 წელს რა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკისთვის?

სიახლეები

დედაქალაქის მერია გენგეგმაზე მომუშავე კომპანიას დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს

 

დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებითა და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომის გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისგან შედგება.

 

მისივე თქმით, გენგეგმის შესამუშავებლად, თბილისის არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული, რომლის ნაწილი მისაღები და ქალაქის განვითარებისთვის რეალურად გამოსადეგია, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და რიგი მიმართულებებით, საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი.

 

„ხელშეკრულების თანახმად, სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ვაცნობიერებთ რა, გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას - შეცდომა დავუშვათ, კომპრომისზე წავიდეთ და არასრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში უკვე გასწია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული წინადადება, თუ რა ვადებში და როგორ შეძლებენ დოკუმენტის სრულყოფას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, „სითი ინსტიტუტისგან“ შესაბამის წინადადებას დღის ბოლომდე ელოდება. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება
  • მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაფინანსების სისტემას ცვლის
  • NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 8 - 14 იანვარი, 2018

• კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 24% ვაჭრობის სექტორზე მოდის. • დეპოზიტების 20% რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. • 2017...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 8 - 13 იანვარი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1.59%-ით, ხოლო ევროსთან 0.09%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.