06:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისში საღებავების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
კახა კალაძე: პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ

სიახლეები

თურქეთმა და აშშ-მ ბრალდებები გაცვალეს

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აშშ-ში მყოფ თავის მოქალაქეებს, რომ აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ, რადგან იქ ყოფნა მათთვის უსაფრთხო არ არის,  ეს ნაბიჯი თურქეთმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალოგიური ქმედების შემდეგ გადადგა. 

 

ტრამპის ადმინისტრაციამ მიმართა ამერიკის მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ თურქეთში ყოფნისგან, რადგან აქ ტერორიზმისა და დაკავებების საფრთხეა. 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მიუხედავად თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის განახლებისა, კვლავინდებურად შეშფოთებულია ამერიკული დიპლომატიური მისიის წევრის დაკავების გამო და ამ საკითხის მივიწყებას არ აპირებს.

 

დიპლომატიური სანქციების და ხმამაღალი ბრალდებების გაცვლა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთში აშშ-ის გენერალური საკონსულოს წარმომადგენელი მეტინ ტოპუზი დააკავეს.

 

ქალბატონს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ორგანიზაცია FETO-სთან თანამშრომლობა ედება ბრალად. ორგანიზაცია აშშ-შია რეგისტრირებული და მას სათავეში თურქი ოპოზიციონერი და მქადაგებელი ფეთხულა გიულენი უდგას, 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი. 

 

ამას გარდა, ტოპუზს ბრალი ედება შპიონაჟსა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.